
ნეემია 12:45 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ასრულებდნენ სამსახურს და განწმედის სამსახურს; მგალობელნი და კარისმცველნი დავითისგან და მისი ძის, სოლომონისგან დადგენილი წესის თანახმად იდგნენ.
ნეემია 12:45 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 12:45 კონტექსტში
12:43დიდძალი მსხვერპლი შესწირეს იმ დღეს, ხარობდნენ, რადგან ღმერთმა დიდი სიხარულით გაახარა ისინი. მათთან ერთად მათი ცოლ-შვილიც მხიარულობდა. შორს გავარდა იერუსალიმის მხიარულობის ხმა.
12:44იმავე დღეს კაცები მიუჩინეს შესაწირავისთვის, პირველმოწეული ნაყოფებისთვის და მეათედისთვის განკუთვნილ საგანძურის ოთახებს! რათა ქალაქების ბაღებიდან იქ შეეგროვებინათ მღვდლებისთვის და ლევიანებისთვის რჯულით დაწესებული წილი; რადგან ხარობდა იუდა, სამსახურად მდგომი მღვდლებისა და ლევიანების შემყურე;
12:45რადგან ასრულებდნენ სამსახურს და განწმედის სამსახურს; მგალობელნი და კარისმცველნი დავითისგან და მისი ძის, სოლომონისგან დადგენილი წესის თანახმად იდგნენ.
12:46რადგან უწინ, დავითისა და ასაფის დროს იყვნენ დადგენილნი მგალობელთა ლოტბარნი და დაწესებულ იქნა ღვთის სადიდებელი და სამადლობელი გალობები.
12:47ზერუბაბელისა და ნეემიას დღეებში მთელი ისრაელი ყოველდღიურად იძლეოდა მგალობელთა და კარისმცველთა წილს. შესაწირავს ლევიანებს აძლევდნენ, ლევიანები კი აარონიანებს აძლევდენ.
პარალელური ადგილები: ნეემია 12:45
- ნეშტთა შორისა ა 25:1დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა სამსახურისთვის დაანაწილეს ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი, რომელნიც ბობღნებზე, ქნარებსა და წინწილებზე უკრავდნენ. იმათი რიცხვი, ვინც თავიანთ სამსახურის საქმეს ეწეოდნენ, იყო:
- ნეშტთა შორისა ა 25:26მეცხრამეტე - მალოთის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
- ნეშტთა შორისა ბ 23:6არავინ შევიდეს უფლის სახლში, გარდა მღვდლებისა და მომსახურე ლევიანებისა. ისინი შევიდნენ, რადგან განწმედილნი არიან. მთელი ხალხი კი უფლის სადარაჯოზე დადგეს.
- ნეშტთა შორისა ა 23:28ისინი უნდა მდგარიყვნენ აარონიანთა გვერდით, ემსახურათ უფლის სახლში, ეზოებში და ოთახებში, სუფთად შეენახათ ყოველი სიწმიდე და აღესრულებინათ ღვთის სახლის სამსახური,
განაგრძე კითხვა: ნეემია 12
სრულად წაიკითხე: ნეემია 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში