
ნეემია 12:46 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან უწინ, დავითისა და ასაფის დროს იყვნენ დადგენილნი მგალობელთა ლოტბარნი და დაწესებულ იქნა ღვთის სადიდებელი და სამადლობელი გალობები.
ნეემია 12:46 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 12:46 კონტექსტში
12:44იმავე დღეს კაცები მიუჩინეს შესაწირავისთვის, პირველმოწეული ნაყოფებისთვის და მეათედისთვის განკუთვნილ საგანძურის ოთახებს! რათა ქალაქების ბაღებიდან იქ შეეგროვებინათ მღვდლებისთვის და ლევიანებისთვის რჯულით დაწესებული წილი; რადგან ხარობდა იუდა, სამსახურად მდგომი მღვდლებისა და ლევიანების შემყურე;
12:45რადგან ასრულებდნენ სამსახურს და განწმედის სამსახურს; მგალობელნი და კარისმცველნი დავითისგან და მისი ძის, სოლომონისგან დადგენილი წესის თანახმად იდგნენ.
12:46რადგან უწინ, დავითისა და ასაფის დროს იყვნენ დადგენილნი მგალობელთა ლოტბარნი და დაწესებულ იქნა ღვთის სადიდებელი და სამადლობელი გალობები.
12:47ზერუბაბელისა და ნეემიას დღეებში მთელი ისრაელი ყოველდღიურად იძლეოდა მგალობელთა და კარისმცველთა წილს. შესაწირავს ლევიანებს აძლევდნენ, ლევიანები კი აარონიანებს აძლევდენ.
პარალელური ადგილები: ნეემია 12:46
- ნეშტთა შორისა ბ 29:30მეფე იეხიზკიაჰუმ და მთავრებმა უთხრეს ადამიანებს, რომ ედიდებინათ უფალი დავითისა და ასაფ მისნის სიტყვებით. ისინიც სიხარულით აქებდნენ, მუხლს იდრეკდნენ და თაყვანს სცემდნენ.
- ფსალმუნები 83:1გალობა ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო! ნუ დადუმდები, ყურს ნუ მოიყრუებ და დამშვიდდები, ღმერთო!
- ნეშტთა შორისა ა 25:1დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა სამსახურისთვის დაანაწილეს ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი, რომელნიც ბობღნებზე, ქნარებსა და წინწილებზე უკრავდნენ. იმათი რიცხვი, ვინც თავიანთ სამსახურის საქმეს ეწეოდნენ, იყო:
- ნეშტთა შორისა ა 25:31ოცდამეოთხე - რომამთი-ყეზერს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
- ფსალმუნები 73:1ფსალმუნი ასაფისა. რა კეთილია ღმერთი ისრაელის მიმართ, გულწრფელთა მიმართ.
განაგრძე კითხვა: ნეემია 12
სრულად წაიკითხე: ნეემია 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში