გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეემია 12:44 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეემია 12:44

იმავე დღეს კაცები მიუჩინეს შესაწირავისთვის, პირველმოწეული ნაყოფებისთვის და მეათედისთვის განკუთვნილ საგანძურის ოთახებს! რათა ქალაქების ბაღებიდან იქ შეეგროვებინათ მღვდლებისთვის და ლევიანებისთვის რჯულით დაწესებული წილი; რადგან ხარობდა იუდა, სამსახურად მდგომი მღვდლებისა და ლევიანების შემყურე;

ნეემია 12:44 · საქართველოს საპატრიარქო

ნეემია 12:44 კონტექსტში

12:42აგრეთვე მაყასეია, შემაყია, ელყაზარი, ყუბი იეჰოხანანი, მალქია, ყელამი და ყაზერი. მგალობელნი გალობდნენ იზრახიას ლოტბარობით.

12:43დიდძალი მსხვერპლი შესწირეს იმ დღეს, ხარობდნენ, რადგან ღმერთმა დიდი სიხარულით გაახარა ისინი. მათთან ერთად მათი ცოლ-შვილიც მხიარულობდა. შორს გავარდა იერუსალიმის მხიარულობის ხმა.

12:44იმავე დღეს კაცები მიუჩინეს შესაწირავისთვის, პირველმოწეული ნაყოფებისთვის და მეათედისთვის განკუთვნილ საგანძურის ოთახებს! რათა ქალაქების ბაღებიდან იქ შეეგროვებინათ მღვდლებისთვის და ლევიანებისთვის რჯულით დაწესებული წილი; რადგან ხარობდა იუდა, სამსახურად მდგომი მღვდლებისა და ლევიანების შემყურე;

12:45რადგან ასრულებდნენ სამსახურს და განწმედის სამსახურს; მგალობელნი და კარისმცველნი დავითისგან და მისი ძის, სოლომონისგან დადგენილი წესის თანახმად იდგნენ.

12:46რადგან უწინ, დავითისა და ასაფის დროს იყვნენ დადგენილნი მგალობელთა ლოტბარნი და დაწესებულ იქნა ღვთის სადიდებელი და სამადლობელი გალობები.

პარალელური ადგილები: ნეემია 12:44

განაგრძე კითხვა: ნეემია 12

სრულად წაიკითხე: ნეემია 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში