
ნეემია 13:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვუბრძანე ლევიანებს, რომ სუფთად ყოფილიყვნენ და კარიბჭეთა დასაცავად მოსულიყვნენ, რათა წმიდად შეენახათ შაბათი დღე. ამის გულისთვისაც გამიხსენე, ღმერთო ჩემო, და დამიცავი შენი დიდი მოწყალებით!
ნეემია 13:22 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 13:22 კონტექსტში
13:20სოვდაგრებმა და ნაირ-ნაირი საქონლით მოვაჭრეებმა ერთი-ორჯერ იერუსალიმის გარეთ გაათიეს ღამე.
13:21ვამხილე ისინი და ვუთხარი: კედელთან რატომ ათევთ ღამეს? თუ კიდევ მოიქცევით ასე, ხელს აღვმართავ თქვენზე. მას აქეთ შაბათ დღეს აღარ მოსულან.
13:22ვუბრძანე ლევიანებს, რომ სუფთად ყოფილიყვნენ და კარიბჭეთა დასაცავად მოსულიყვნენ, რათა წმიდად შეენახათ შაბათი დღე. ამის გულისთვისაც გამიხსენე, ღმერთო ჩემო, და დამიცავი შენი დიდი მოწყალებით!
13:23იმავ დღეებში ვნახე, რომ იუდაელებს აშდოდელი, ყამონელი და მოაბელი ქალები მოჰყავდათ ცოლებად;
13:24და მათი შვილების ნახევარი ან აშდოდურად, ანდა სხვა რომელიმე ხალხის ენაზე ლაპარაკობდა, იუდაური ენა კი აღარ იცოდა.
პარალელური ადგილები: ნეემია 13:22
- ნეემია 12:30განიწმიდნენ მღვდლები, ლევიანები და ხალხი, კარიბჭეები და კედელი აკურთხეს.
- ნეემია 13:14ამის გულისათვის გამიხსენე, ჩემო ღმერთო, და ნუ წარხოცავ იმ ჩემს ძველ საქმეებს, რაც ღვთის სახლისთვის და მისი სამსახურისთვის გამიკეთებია.
- ნეემია 13:31ვიზრუნე დაწესებული დროისთვის შეშისა და პირველმოწეული ნაყოფის მოტანისთვის. ღმერთო ჩემო, სასიკეთოდ გამიხსენე.
- ფსალმუნები 130:7ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და უხვია დახსნა მისმიერი.
- ესაია 38:3უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელად რომ დავდიოდი შენ წინაშე, კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში. და მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ.
- ფსალმუნები 51:1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. რაჟამს მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი, მას შემდეგ, როცა ბათ-შებაყთან შევიდა. შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.
- მეორე სთვლისაება 5:12დაიცავი შაბათი დღე, რომ წმიდად შეინახო იგი, როგორც უფალს, შენს ღმერთს, უბრძანებია.
- ფსალმუნები 5:7ხოლო მე შენი უხვი წყალობით მოვალ შენს სახლში, ვეთაყვანები შენს წმიდა ტაძარს შენდამი შიშით.
განაგრძე კითხვა: ნეემია 13
სრულად წაიკითხე: ნეემია 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში