
ნეემია 2:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნეემია 2:11 კონტექსტში
2:9მივედი მდინარისგაღმელ მთავრებთან და მეფის წერილები გადავეცი. მეფემ თან მხედართმთავრები და მხედრები გამომაყოლა.
2:10გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა და ტობიამ, ყამონელთა მორჩილმა, და დიდად ეწყინათ, რომ ისრაელიანთათვის სიკეთისმყოფელი კაცი მოვიდა.
2:11ავედი იერუსალიმში და სამი დღე დავრჩი იქ.
2:12ღამით ავდექი რამდენიმე კაცთან ერთად, ისე რომ კაციშვილისთვის არ მითქვამს, თუ რისი გაკეთება ჩამიდო გულში ჩემმა ღმერთმა იერუსალიმისთვის; არავითარი პირუტყვი თან არ მყოლია, გარდა იმ პირუტყვისა, რომელზეც თავად ვიყავი ამხედრებული.
2:13ღამიანად გამოვედი ხევის კარიბჭით, გავემართე ვეშაპის წყაროსკენ და სანაგვის კარიბჭისკენ. დავათვალიერე იერუსალიმის დანგრეული კედლები და მისი ცეცხლში დამწვარი კარიბჭეები.
პარალელური ადგილები: ნეემია 2:11
განაგრძე კითხვა: ნეემია 2
სრულად წაიკითხე: ნეემია 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში