გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეემია 2:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეემია 2:13

ღამიანად გამოვედი ხევის კარიბჭით, გავემართე ვეშაპის წყაროსკენ და სანაგვის კარიბჭისკენ. დავათვალიერე იერუსალიმის დანგრეული კედლები და მისი ცეცხლში დამწვარი კარიბჭეები.

ნეემია 2:13 · საქართველოს საპატრიარქო

ნეემია 2:13 კონტექსტში

2:11ავედი იერუსალიმში და სამი დღე დავრჩი იქ.

2:12ღამით ავდექი რამდენიმე კაცთან ერთად, ისე რომ კაციშვილისთვის არ მითქვამს, თუ რისი გაკეთება ჩამიდო გულში ჩემმა ღმერთმა იერუსალიმისთვის; არავითარი პირუტყვი თან არ მყოლია, გარდა იმ პირუტყვისა, რომელზეც თავად ვიყავი ამხედრებული.

2:13ღამიანად გამოვედი ხევის კარიბჭით, გავემართე ვეშაპის წყაროსკენ და სანაგვის კარიბჭისკენ. დავათვალიერე იერუსალიმის დანგრეული კედლები და მისი ცეცხლში დამწვარი კარიბჭეები.

2:14მივედი წყაროს კარიბჭესთან და მეფის ტბორთან. მაგრამ იქ ადგილი არ იყო, რომ იმ პირუტყვს გაეარა, რომელზეც ამხედრებული ვიყავი.

2:15ღამით ავუყევი ხევს, დავათვალიერე კედელი, მერე უკან გამოვბრუნდი, წამოვედი ხეობის კარიბჭით და დავბრუნდი.

პარალელური ადგილები: ნეემია 2:13

განაგრძე კითხვა: ნეემია 2

სრულად წაიკითხე: ნეემია 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში