
ნეემია 2:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოხელეებმა არ იცოდნენ სად დავდიოდი და რას ვაკეთებდი. არც იუდაელებს, არც მღვდლებს, არც დიდებულებს, არც მოხელეებს, არც საქმის მკეთებლებს ჯერ არაფერს არ ვუმხელდი.
ნეემია 2:16 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 2:16 კონტექსტში
2:14მივედი წყაროს კარიბჭესთან და მეფის ტბორთან. მაგრამ იქ ადგილი არ იყო, რომ იმ პირუტყვს გაეარა, რომელზეც ამხედრებული ვიყავი.
2:15ღამით ავუყევი ხევს, დავათვალიერე კედელი, მერე უკან გამოვბრუნდი, წამოვედი ხეობის კარიბჭით და დავბრუნდი.
2:16მოხელეებმა არ იცოდნენ სად დავდიოდი და რას ვაკეთებდი. არც იუდაელებს, არც მღვდლებს, არც დიდებულებს, არც მოხელეებს, არც საქმის მკეთებლებს ჯერ არაფერს არ ვუმხელდი.
2:17ვუთხარი მათ: ხომ ხედავთ რა უბედურ დღეში ვართ, როგორ არის გაპარტახებული იერუსალიმი და როგორ არის მისი კარიბჭეები ცეცხლშიგადაბუგული. წავიდეთ და ავაშენოთ იერუსალიმის კედელი, და ნუღარ ვიქნებით შერცხვენილნი.
2:18ვუთხარი ჩემი ღმერთის ხელზე, სასიკეთო რომ იყო ჩემთვის, და მეფის სიტყვებზე, რომ მითხრა. თქვეს: ავდგეთ და ავაშენოთ! და ხელი გაამტკიცეს სასიკეთოდ.
განაგრძე კითხვა: ნეემია 2
სრულად წაიკითხე: ნეემია 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში