
ნეემია 2:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვუთხარი მათ: ხომ ხედავთ რა უბედურ დღეში ვართ, როგორ არის გაპარტახებული იერუსალიმი და როგორ არის მისი კარიბჭეები ცეცხლშიგადაბუგული. წავიდეთ და ავაშენოთ იერუსალიმის კედელი, და ნუღარ ვიქნებით შერცხვენილნი.
ნეემია 2:17 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 2:17 კონტექსტში
2:15ღამით ავუყევი ხევს, დავათვალიერე კედელი, მერე უკან გამოვბრუნდი, წამოვედი ხეობის კარიბჭით და დავბრუნდი.
2:16მოხელეებმა არ იცოდნენ სად დავდიოდი და რას ვაკეთებდი. არც იუდაელებს, არც მღვდლებს, არც დიდებულებს, არც მოხელეებს, არც საქმის მკეთებლებს ჯერ არაფერს არ ვუმხელდი.
2:17ვუთხარი მათ: ხომ ხედავთ რა უბედურ დღეში ვართ, როგორ არის გაპარტახებული იერუსალიმი და როგორ არის მისი კარიბჭეები ცეცხლშიგადაბუგული. წავიდეთ და ავაშენოთ იერუსალიმის კედელი, და ნუღარ ვიქნებით შერცხვენილნი.
2:18ვუთხარი ჩემი ღმერთის ხელზე, სასიკეთო რომ იყო ჩემთვის, და მეფის სიტყვებზე, რომ მითხრა. თქვეს: ავდგეთ და ავაშენოთ! და ხელი გაამტკიცეს სასიკეთოდ.
2:19გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა, ტობიამ, ყამონელთა მორჩილმა და გეშემ არაბმა და დაცინვითა და ზიზღით ყურება დაგვიწყეს. ამბობდნენ: ამას რას სჩადით? მეფის წინააღმდეგ აღდგომა ხომ არ გინდათ?
პარალელური ადგილები: ნეემია 2:17
- ეზექიელი 5:14მიგცემ გასაოხრებლად და შესარცხვენად ხალხებში, შენს გარშემო რომ არიან, და ყოველი გამვლელის თვალში.
- ნეემია 1:3მითხრეს: ის დარჩენილნი, ტყვეობას რომ გადურჩნენ იქ, ქვეყანაში, დიდ უბედურებაში და დამცირებაში არიან; დანგრეულია იერუსალიმის კედელი, მისი კარიბჭეები კი ცეცხლშია გადაბუგული.
- ფსალმუნები 79:4სალანძღავი გავხდით ჩვენი მეზობლებისათვის, მასხრად ასაგდები და დასაცინი - ჩვენს ირგვლივ მყოფთათვის.
- გლოვა იერემიასი 3:45ნაგვად და სიბინძურედ გვაქციე ხალხთა შორის;
- გლოვა იერემიასი 3:46ხახა დააღეს ჩვენს ჩასანთქმელად ჩვენმა მტრებმა;
- გლოვა იერემიასი 3:51ჩემი თვალები სულს მიდარდიანებენ ჩემი ქალაქის ასულთა გამო;
- ესაია 35:3გააძლიერეთ ღონემიხდილი ხელები და მოკვეთილი მუხლები გაიმაგრეთ!
- ესაია 35:4უთხარით გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა, ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება, ღვთის საზღაური; ის მოვა და გიხსნით თქვენ.
განაგრძე კითხვა: ნეემია 2
სრულად წაიკითხე: ნეემია 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში