
ნეემია 2:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვუთხარი ჩემი ღმერთის ხელზე, სასიკეთო რომ იყო ჩემთვის, და მეფის სიტყვებზე, რომ მითხრა. თქვეს: ავდგეთ და ავაშენოთ! და ხელი გაამტკიცეს სასიკეთოდ.
ნეემია 2:18 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 2:18 კონტექსტში
2:16მოხელეებმა არ იცოდნენ სად დავდიოდი და რას ვაკეთებდი. არც იუდაელებს, არც მღვდლებს, არც დიდებულებს, არც მოხელეებს, არც საქმის მკეთებლებს ჯერ არაფერს არ ვუმხელდი.
2:17ვუთხარი მათ: ხომ ხედავთ რა უბედურ დღეში ვართ, როგორ არის გაპარტახებული იერუსალიმი და როგორ არის მისი კარიბჭეები ცეცხლშიგადაბუგული. წავიდეთ და ავაშენოთ იერუსალიმის კედელი, და ნუღარ ვიქნებით შერცხვენილნი.
2:18ვუთხარი ჩემი ღმერთის ხელზე, სასიკეთო რომ იყო ჩემთვის, და მეფის სიტყვებზე, რომ მითხრა. თქვეს: ავდგეთ და ავაშენოთ! და ხელი გაამტკიცეს სასიკეთოდ.
2:19გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა, ტობიამ, ყამონელთა მორჩილმა და გეშემ არაბმა და დაცინვითა და ზიზღით ყურება დაგვიწყეს. ამბობდნენ: ამას რას სჩადით? მეფის წინააღმდეგ აღდგომა ხომ არ გინდათ?
2:20სიტყვა შევუბრუნე და ვუთხარი: ცათა ღმერთმა მოგვიმართა ხელი და ჩვენც, მისი მორჩილნი, ავდგებით და ავაშენებთ, თქვენ კი იერუსალიმში არა გაქვთ-მეთქი არც წილი, არც უფლება და არც სახსენებელი.
პარალელური ადგილები: ნეემია 2:18
- ფილიპელთა მიმართ 2:13რადგან ღმერთია ის, ვინც ბადებს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც თავისი კეთილნებელობით.
- ნეშტთა შორისა ბ 32:5მოიცა ძალი და ამოაშენა ყველა დანგრეული კედელი, აამაღლა გოდლები და გარედან კიდევ სხვა კედელი შემოაშენა. გაამაგრა მილო დავითის ქალაქში, დაამზადა დიდძალი საჭურველი და ფარები.
- ნეშტთა შორისა ა 19:13გამაგრდი და მტკიცედ იდექი ჩვენი სალხისათვის და ჩვენი უფლის, ჩვენი ღმერთის ქალაქებისათვის. უფალმა ქმნას, რაც ენებოს.
- ეფესელთა მიმართ 6:10და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით.
- ანგეა 1:13უთხრა ანგიამ, უფლის მაცნემ, ხალხს უფლის მაცნეობის ძალით: მე თქვენთანა ვარ, ამბობს უფალი.
- ანგეა 1:14გააღვიძა უფალმა იუდას განმგებლის, ზერუბაბელ შალათიელის ძის სული, მღვდელმთავრის, იესო იეჰოცადაკის ძის სული და მთელი დანარჩენი ხალხის სული. მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის, მათი ღმერთის სახლში,
- მეფეთა ბ 2:7ახლა მკლავი გაიმაგრეთ და ვაჟკაცურად იყავით; რადგან თუმცა მკვდარია თქვენი პატრონი საული, მაგრამ მე მცხო იუდას სახლმა თავის მეფედ.
- ეზრა 6:22ზეიმობდნენ უფუარობის დღესასწაულს შვიდ დღეს სიხარულით, რადგან გაახარა ისინი უფალმა და გული მოაბრუნებინა მათკენ აშურის მეფეს, რომ ხელი გაემაგრებინა მათთვის ღვთის სახლის, ისრაელის ღმერთის სახლის, შენებისას.
განაგრძე კითხვა: ნეემია 2
სრულად წაიკითხე: ნეემია 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში