გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეემია 3:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეემია 3:11

მეორე მხარეს ამაგრებდნენ მალქია ხარიმის ძე და ხაშუბ ფახად-მოაბის ძე; მათვე გაამაგრეს ღუმელთა გოდოლი.

ნეემია 3:11 · საქართველოს საპატრიარქო

ნეემია 3:11 კონტექსტში

3:9მათ გვერდით ამაგრებდა რეფაია ხურის ძე, იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი.

3:10მათ გვერდით და თავისი სახლის წინ იედაია ხარუმაფის ძე ამაგრებდა. მის გვერდით ამაგრებდა ხაცუშ საშაბნეიას ძე.

3:11მეორე მხარეს ამაგრებდნენ მალქია ხარიმის ძე და ხაშუბ ფახად-მოაბის ძე; მათვე გაამაგრეს ღუმელთა გოდოლი.

3:12მის გვერდით ამაგრებდა შალუმ ჰალოხეშის ძე, იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი, თავის ასულებთან ერთად.

3:13ხევის კარიბჭეს ამაგრებდნენ ხანუხი და ზანოახის მკვიდრები. მათ ააშენეს იგი, ჩაუყენეს კარები და ბოქლომ-ურდული გაუკეთეს. მათვე გაამაგრეს ათასი წყრთა კედელი სანაგვის კარიბჭემდე.

პარალელური ადგილები: ნეემია 3:11

განაგრძე კითხვა: ნეემია 3

სრულად წაიკითხე: ნეემია 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში