
ნეემია 3:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხევის კარიბჭეს ამაგრებდნენ ხანუხი და ზანოახის მკვიდრები. მათ ააშენეს იგი, ჩაუყენეს კარები და ბოქლომ-ურდული გაუკეთეს. მათვე გაამაგრეს ათასი წყრთა კედელი სანაგვის კარიბჭემდე.
ნეემია 3:13 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 3:13 კონტექსტში
3:11მეორე მხარეს ამაგრებდნენ მალქია ხარიმის ძე და ხაშუბ ფახად-მოაბის ძე; მათვე გაამაგრეს ღუმელთა გოდოლი.
3:12მის გვერდით ამაგრებდა შალუმ ჰალოხეშის ძე, იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი, თავის ასულებთან ერთად.
3:13ხევის კარიბჭეს ამაგრებდნენ ხანუხი და ზანოახის მკვიდრები. მათ ააშენეს იგი, ჩაუყენეს კარები და ბოქლომ-ურდული გაუკეთეს. მათვე გაამაგრეს ათასი წყრთა კედელი სანაგვის კარიბჭემდე.
3:14თვით სანაგვის კარიბჭეს კი ამაგრებდა მალქია რექაბის ძე, ბეთ-ჰაქერემის ოლქის მთავარი; მან ააშენა, ჩაუყენა კარი და თავისი ბოქლომ-ურდული გაუკეთა.
3:15წყაროს კარიბჭეს ამაგრებდა შალუმ ქოლ-ხოზეას ძე, მიცფას ოლქის მთავარი. ააშგნა მან, გადახურა იგი, ჩაუყენა კარი და თავისი ბოქლომ-ურდული გაუკეთა. მანვე ააშენა მეფის ბაღის წინ სილოამის ტბორის კედელი, დავითის ქალაქიდან ჩასასვლელ კიბეებამდე.
პარალელური ადგილები: ნეემია 3:13
- ნეემია 2:13ღამიანად გამოვედი ხევის კარიბჭით, გავემართე ვეშაპის წყაროსკენ და სანაგვის კარიბჭისკენ. დავათვალიერე იერუსალიმის დანგრეული კედლები და მისი ცეცხლში დამწვარი კარიბჭეები.
- იესო ნავეს ძე 15:34ზანოახი, ყენ-განიმი, თაფუახი და ჰაყენამი;
- ნეშტთა შორისა ბ 26:9ააგო ყუზიაჰუმ იერუსალიმშიკოშკები კუთხის კარიბჭეზე, ველის კარიბჭეზე და კუთხეში და გაამაგრა.
- ნეშტთა შორისა ა 4:18მის იუდაელ ცოლს შეეძინა იერედი, მამა გედორისა, ხებერი, მამა სოხოსი, იეკუთიელი, მამა ზანოახისა. აჰა, ძენი ბითიასი, ფარაონის ასულისა, მარედმა რომ შეირთო.
- იესო ნავეს ძე 15:56იზრეყელი, იოკდეყამი და ზანოახი;
- ნეემია 11:30ზანოახში, ყადულამში და მათ სოფლებში, ლაქიშში და მის მინდვრებში, ყაზეკაში და მის დაბა-სოფლებში. ისინი დასახლდნენ ბერშაბედან ჰიმონის ხევამდე.
განაგრძე კითხვა: ნეემია 3
სრულად წაიკითხე: ნეემია 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში