
ნეემია 3:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მათ გვერდით მელატია გიბყონელი და იადონე მეროთელი, გიბყონისა და მიცფას მკვიდრები, ამაგრებდნენ მდინარისგაღმელი მთავრის ტახტამდე..
ნეემია 3:7 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 3:7 კონტექსტში
3:5მის გვერდით თეკოაყელნი ამაგრებდნენ; მათი დიდებულები კი ქედს არ ხრიდნენ, რომ თავიანთი უფლისათვის ეშრომათ.
3:6ძველ კარიბჭეს იოიადაყ ფასეახის ძე და მეშეღამ ბესოდიას ძე ამაგრებდნენ; მათ გადახურეს იგი, კარები ჩაუყენეს და ბოქლომ-ურდული გაუკეთეს.
3:7მათ გვერდით მელატია გიბყონელი და იადონე მეროთელი, გიბყონისა და მიცფას მკვიდრები, ამაგრებდნენ მდინარისგაღმელი მთავრის ტახტამდე..
3:8მის გვერდით ამაგრებდა ყუზიელ ხარჰაიას ძე - ოქრომჭედელი. მის გვერდით ამაგრებდა ხანანია ჰარაკახიმის ძე. აღადგინეს იერუსალიმი ფართო კედლამდე
3:9მათ გვერდით ამაგრებდა რეფაია ხურის ძე, იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი.
პარალელური ადგილები: ნეემია 3:7
- მეფეთა ბ 21:2დაიბარა მეფემ გაბაონელნი და ელაპარაკა მათ. გაბაონელნი არ იყვნენ ისრაელიანები, არამედ დანაშთომ ამორეველთა შთამომავალნი იყვნენ. ისრაელიანებმა შეჰფიცეს მათ, მაგრამ საული ცდილობდა მათ გაწყვეტას ისრაელიანთა და იუდას მიმართ ერთგულების გამო.
- ნეემია 3:19მის გვერდით ყეზერ იეშუაყის ძე, მიცფას მთავარი, ამაგრებდა მეორე მხარეს, საჯაბადროს ასასვლელის პირდაპირ, კუთხესთან.
- ნეემია 2:7ვუთხარი მეფეს: თუ მეფე ინებებს, წერილები გამატანოს მდინარისგაღმელ მთავრებთან, რათა მათ მეგზურები გამაყოლონ, ვიდრე იუდამდე მივიდოდე.
- ნეემია 2:8ერთი წერილი ასაფთან გამატანოს, სამეფო ტყის მცველთან, რათა მომცეს ხე-ტყე ციხე-სიმაგრის კარიბჭეთა ასაფიცრად, ასევე ტაძრისათვის, ქალაქის კედლისათვის და იმ სახლისათვის, რომელშიც მე ვიცხოვრებ. მიბოძა მეფემ, რადგან ღვთის მოწყალე ხელი იყო ჩემზე.
- ნეშტთა შორისა ბ 16:6შეკრიბა მეფე ასამ მთელი იუდა და გადაზიდეს რამას ქვები და ხე-ტყე, რითაც ბაყაშა აშენებდა. ააშენა ამით გებაყი და მიცფა.
- იესო ნავეს ძე 9:3გაიგეს გაბაონელებმაც, რაც უყო იესომ იერიხონს და ჰაღაის,
- იესო ნავეს ძე 9:27დაუყენა ისინი იესომ იმ დღეს შეშის მჭრელებად და წყლის მზიდავებად საზოგადოებას და უფლის სამსხვერპლოს უფლის მიერ არჩეულ ადგილას, დღევანდლამდე.
განაგრძე კითხვა: ნეემია 3
სრულად წაიკითხე: ნეემია 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში