
ნეემია 4:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმ დღიდან ასე იყო. ჭაბუკთა ნახევარი საქმეს აკეთებდა, მათი ნახევარი კი შუბით, ფარით, მშვილდითა და მუზარადით იყო შეიარაღებული. მთავრები კი მთელი იუდას სახლის უკან იდგნენ.
ნეემია 4:16 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 4:16 კონტექსტში
4:14შევხედე, წამოვდექი და დიდებულებს, მმართველებსა და დანარჩენ ხალხს მივმართე: ნუ გეშინიათ მათი! გახსოვდეთ დიდი და საშინელი უფალი, იბრძოლეთ თქვენი ძმების, ქალ-ვაჟების, ცოლებისა და სახლების გულისათვის.
4:15როგორც კი ჩვენმა მტერმა შეიტყო, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით, ღმერთმა გააქარწყლა მათი ზრახვა და ჩვენ ყველანი კედელთან დავბრუნდით, თითოეული თავის საქმეზე.
4:16იმ დღიდან ასე იყო. ჭაბუკთა ნახევარი საქმეს აკეთებდა, მათი ნახევარი კი შუბით, ფარით, მშვილდითა და მუზარადით იყო შეიარაღებული. მთავრები კი მთელი იუდას სახლის უკან იდგნენ.
4:17კედლის მშენებლები კედელს აშენებდნენ და ტვირთის მზიდავები ტვირთს ეზიდებოდნენ; ცალი ხელით საქმეს აკეთებდნენ და ცალ ხელში იარაღი ეჭირათ.
4:18თითოეული მშენებელი, წელზე მახვილშემორტყმული აშენებდა. გვერდით კი მებუკე მყავდა.
პარალელური ადგილები: ნეემია 4:16
- ნეემია 4:23არც მე, არც ჩემი ძმები, არც ჩემი ბიჭები, არც ჩემი მცველები, თან რომ მახლდნენ, ტანსაცმელს არ ვიხდიდით, წყალზეც კი იარაღასხმული მივდიოდით.
- ფსალმუნები 101:6თვალს მივადევნებ მართლებს ქვეყნისას, რომ დასხდნენ ჩემთან; ვინც უბიწოების გზით იარება, ის მემსახურება მე.
- ნეემია 5:15წინანდელი ოლქის განმგებელნი, ჩემამდე რომ იყვნენ, ამძიმებდნენ ხალხს და, ორმოცი შეკელის გარდა, პურს და ღვინოსაც ართმევდნენ; ამის გარდა, მათი ნაშიერები ხალხზე ბატონობდნენ. მე კი, ღვთის შიშის გამო, ასე არ ვიქცეოდი.
- ნეემია 5:16ამავე დროს კედელზე მუშაობას ვაგრძელებდი. ყანას აღარ ვყიდულობდით და ჩემი ბიჭებიც იქ გროვდებოდნენ სამუშაოდ.
განაგრძე კითხვა: ნეემია 4
სრულად წაიკითხე: ნეემია 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში