
ნეემია 4:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაგრამ ჩვენ ვევედრებოდით ჩვენ ღმერთს და მათ წინააღმდეგ დაცვა გვეყენა დღედაღამ მათგან თავის დასაცავად.
ნეემია 4:9 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 4:9 კონტექსტში
4:7როცა სანბალატმა, ტობიამ, არაბებმა, ყამონელებმა და აშდოდელებმა შეიტყეს, რომ შენდება იერუსალიმის კედლები და მისი ბზარები მთელდება, ძალიან გაცხარდნენ.
4:8ყველა ერთად შეითქვა იერუსალიმზე გასალაშქრებლად და ზიანის მისაყენებლად.
4:9მაგრამ ჩვენ ვევედრებოდით ჩვენ ღმერთს და მათ წინააღმდეგ დაცვა გვეყენა დღედაღამ მათგან თავის დასაცავად.
4:10თქვა იუდამ: ძალა გამოელია მზიდავს, ნაგავი კი უამრავია, აღარ შეგვიძლია კედლის შენება.
4:11ჩვენი მტრები ამბობდნენ: ვერც გაიგებენ და ვერც დაინახავენ, ვიდრე მათ შორის არ აღმოვჩნდებით, მუსრს გავავლებთ და მუშაობას შევაწყვეტინებთ.
პარალელური ადგილები: ნეემია 4:9
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:8იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს.
- მოციქულთა საქმენი 4:24ეს რომ მოისმინეს, ყველამ ერთხმად შეჰღაღადა ღმერთს: ღმერთო, შემოქმედო ცისა, მიწისა, ზღვისა და ყოველივე იმისა, რაც არის მათში,
- მოციქულთა საქმენი 4:30როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნავად და ნიშებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით.
- ფსალმუნები 50:15და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.
- მათეს სახარება 26:41იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში: სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური.
- შესაქმე 32:28უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე.
- ლუკას სახარება 6:11ხოლო ისინი გაცოფდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა ვუყოთ იესოსო.
- ლუკას სახარება 6:12მოხდა ისე, რომ იმ დღეებში სალოცავად ავიდა მთაზე. და მთელი ღამე იქ დაჰყო, ღმრთის მიმართ მლოცველმა.
განაგრძე კითხვა: ნეემია 4
სრულად წაიკითხე: ნეემია 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში