
ნეემია 4:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველა ერთად შეითქვა იერუსალიმზე გასალაშქრებლად და ზიანის მისაყენებლად.
ნეემია 4:8 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 4:8 კონტექსტში
4:6ვაშენებდით კედელს და მთელი კედელი შეიკრა სანახევროდ. ხალხს კიდევ უწევდა გული სამუშაოდ.
4:7როცა სანბალატმა, ტობიამ, არაბებმა, ყამონელებმა და აშდოდელებმა შეიტყეს, რომ შენდება იერუსალიმის კედლები და მისი ბზარები მთელდება, ძალიან გაცხარდნენ.
4:8ყველა ერთად შეითქვა იერუსალიმზე გასალაშქრებლად და ზიანის მისაყენებლად.
4:9მაგრამ ჩვენ ვევედრებოდით ჩვენ ღმერთს და მათ წინააღმდეგ დაცვა გვეყენა დღედაღამ მათგან თავის დასაცავად.
4:10თქვა იუდამ: ძალა გამოელია მზიდავს, ნაგავი კი უამრავია, აღარ შეგვიძლია კედლის შენება.
პარალელური ადგილები: ნეემია 4:8
- ფსალმუნები 83:3შენი ხალხის საწინააღმდეგოდ მზაკვრობენ საიდუმლოდ და თათბირობენ შენს დაფარულებზე.
- ფსალმუნები 83:11მოექეცი მათ, მათს დიდებულებს ისევე, როგორც ყორებს და როგორც ზეებს, და როგორც ზებახს, როგორც ცალმუნაყს, ყველა მათს თავადს.
- ფსალმუნები 2:1რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას?
- ფსალმუნები 2:3დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო.
- ესაია 8:9დაეცით ყიჟინა, ხალხებო, და ძრწოდეთ! ყური უგდეთ, შორი ქვეყნისანო! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! იარაღი აისხით და ძრწოდეთ!
- ესაია 8:10ქმენით თათბირი, გაცუდდება! თქვით სიტყვა, არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი (ემანუელი)
- იერემია 20:10რადგან მესმის ბრბოსგან ცილისწამება და მუქარა ირგვლივ: დაასმინეთ და ჩვენც დავასმენთ. ჩემი მოზავენი, ჩემს დაღუპვას დადარაჯებულნი, ამბობენ: იქნებ ცდუნებაში ჩავარდეს, მაშინ ვძლევთ მას და შურს ვიძიებთო.
- მოციქულთა საქმენი 23:12როცა გათენდა, იუდეველები შეითქვნენ და ფიცი დადეს, არც ეჭამათ და არც ესვათ, ვიდრე არ მოკლავდნენ პავლეს.
განაგრძე კითხვა: ნეემია 4
სრულად წაიკითხე: ნეემია 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში