
ნეემია 7:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვუბრძანე ხანანის, ჩემ ძმას, და ხანანიას, იერუსალიმის ციხისთავს, რომელიც მართალი და სხვებზე მეტად ღვთისმოშიში კაცი იყო.
ნეემია 7:2 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 7:2 კონტექსტში
7:1კედელი რომ აშენდა, კარები ჩავაყენე და კარისმცველნი, მგალობელნი და ლევიანნი განვაწესე.
7:2ვუბრძანე ხანანის, ჩემ ძმას, და ხანანიას, იერუსალიმის ციხისთავს, რომელიც მართალი და სხვებზე მეტად ღვთისმოშიში კაცი იყო.
7:3ვუთხარი, რომ იერუსალიმის კარიბჭეები არ გაეღოთ, ვიდრე მზე არ დააცხუნებდა, და დაეხურათ და ჩაეკეტათ კარები, ვიდრე იდგებოდნენ; მცველები იერუსალიმის მკვიდრთაგან დაეყენებინათ, თითოეული თავის საგუშაგოზე, თითოეული თავისი სახლის წინ.
7:4ქალაქი ფართო და დიდი იყო, ხალხი კი ცოტა იყო მასში და არც სახლები იყო აშენებული.
პარალელური ადგილები: ნეემია 7:2
- ნეემია 1:2ხანანი, ერთ-ერთი ჩემ მოძმეთაგანი, და სხვა რამდენიმე კაცი მოვიდა იუდადან. გამოვკითხე დარჩენილ იუდაელებზე, ტყვეობას რომ გადაურჩნენ, და იერუსალიმზე.
- ფსალმუნები 101:6თვალს მივადევნებ მართლებს ქვეყნისას, რომ დასხდნენ ჩემთან; ვინც უბიწოების გზით იარება, ის მემსახურება მე.
- მათეს სახარება 25:21ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკიღა მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში.
- ნეემია 2:8ერთი წერილი ასაფთან გამატანოს, სამეფო ტყის მცველთან, რათა მომცეს ხე-ტყე ციხე-სიმაგრის კარიბჭეთა ასაფიცრად, ასევე ტაძრისათვის, ქალაქის კედლისათვის და იმ სახლისათვის, რომელშიც მე ვიცხოვრებ. მიბოძა მეფემ, რადგან ღვთის მოწყალე ხელი იყო ჩემზე.
- ნეემია 10:23ოსია, ხანანია, ხაშუბი,
- ლუკას სახარება 16:10მცირედში სანდო დიდშიც სანდოა. და მცირედში უნდო დიდშიც უნდოა.
- ლუკას სახარება 16:12ანდა თუ სხვისაში უნდონი იყავით, თქვენსას ვინ მოგცემთ?
- კორინთელთა მიმართ ა 4:2მნეთაგან კი იმას მოითხოვენ, რომ თითოეული მათგანი სანდო იყოს.
განაგრძე კითხვა: ნეემია 7
სრულად წაიკითხე: ნეემია 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში