გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეემია 7:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეემია 7:3

ვუთხარი, რომ იერუსალიმის კარიბჭეები არ გაეღოთ, ვიდრე მზე არ დააცხუნებდა, და დაეხურათ და ჩაეკეტათ კარები, ვიდრე იდგებოდნენ; მცველები იერუსალიმის მკვიდრთაგან დაეყენებინათ, თითოეული თავის საგუშაგოზე, თითოეული თავისი სახლის წინ.

ნეემია 7:3 · საქართველოს საპატრიარქო

ნეემია 7:3 კონტექსტში

7:1კედელი რომ აშენდა, კარები ჩავაყენე და კარისმცველნი, მგალობელნი და ლევიანნი განვაწესე.

7:2ვუბრძანე ხანანის, ჩემ ძმას, და ხანანიას, იერუსალიმის ციხისთავს, რომელიც მართალი და სხვებზე მეტად ღვთისმოშიში კაცი იყო.

7:3ვუთხარი, რომ იერუსალიმის კარიბჭეები არ გაეღოთ, ვიდრე მზე არ დააცხუნებდა, და დაეხურათ და ჩაეკეტათ კარები, ვიდრე იდგებოდნენ; მცველები იერუსალიმის მკვიდრთაგან დაეყენებინათ, თითოეული თავის საგუშაგოზე, თითოეული თავისი სახლის წინ.

7:4ქალაქი ფართო და დიდი იყო, ხალხი კი ცოტა იყო მასში და არც სახლები იყო აშენებული.

7:5ღმერთმა გულში ჩამიდო, რომ დიდებულები, თავკაცები და ხალხი აღსანუსხავად შემეკრიბა. ვიპოვნე პირველმოსულთა საგვარტომო ნუსხა, მასში ჩაწერილნი იყვნენ:

პარალელური ადგილები: ნეემია 7:3

განაგრძე კითხვა: ნეემია 7

სრულად წაიკითხე: ნეემია 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში