გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეემია 7:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეემია 7:5

ღმერთმა გულში ჩამიდო, რომ დიდებულები, თავკაცები და ხალხი აღსანუსხავად შემეკრიბა. ვიპოვნე პირველმოსულთა საგვარტომო ნუსხა, მასში ჩაწერილნი იყვნენ:

ნეემია 7:5 · საქართველოს საპატრიარქო

ნეემია 7:5 კონტექსტში

7:3ვუთხარი, რომ იერუსალიმის კარიბჭეები არ გაეღოთ, ვიდრე მზე არ დააცხუნებდა, და დაეხურათ და ჩაეკეტათ კარები, ვიდრე იდგებოდნენ; მცველები იერუსალიმის მკვიდრთაგან დაეყენებინათ, თითოეული თავის საგუშაგოზე, თითოეული თავისი სახლის წინ.

7:4ქალაქი ფართო და დიდი იყო, ხალხი კი ცოტა იყო მასში და არც სახლები იყო აშენებული.

7:5ღმერთმა გულში ჩამიდო, რომ დიდებულები, თავკაცები და ხალხი აღსანუსხავად შემეკრიბა. ვიპოვნე პირველმოსულთა საგვარტომო ნუსხა, მასში ჩაწერილნი იყვნენ:

7:6ქვეყნის ის მკვიდრნი, რომელნიც ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფის მიერ გადასახლებულ ტყვეთაგან წამოვიდნენ და იერუსალიმში და იუდაში დაბრუნდნენ, თავ-თავიანთ ქალაქებში.

7:7აგრეთვე ისინი, ვინც ზერუბაბელთან, იესოსთან, ნეემიასთან, ყაზარიასთან, რაყამიასთან, ნახამანთან, მორდექაისთან, ბილშანთან, მისფერეთთან, ბიგვაისთან, ნეხუმთან და ბაყანასთან ერთად მოვიდნენ. ისრაელის ხალხის კაცთა რიცხვი იყო:

პარალელური ადგილები: ნეემია 7:5

განაგრძე კითხვა: ნეემია 7

სრულად წაიკითხე: ნეემია 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში