
ნეემია 9:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაიპყრეს ციხე-ქალაქები და პოხიერი მიწა, დაიმკვიდრეს ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, კლდეში ამოკვეთილი ჭები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები და უამრავი ხეხილი. ჭამეს, დაძღნენ, დასუქდნენ და განცხრომას მიეცნენ, შენი დიდი სიკეთის წყალობით.
ნეემია 9:25 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 9:25 კონტექსტში
9:23ცის ვარსკვლავებივით გაუმრავლე ვაჟები და შეიყვანე იმ ქვეყანაში, რომელზეც მათ მამა-პაპას უთხარი, რომ მის დასამკვიდრებლად მივიდოდნენ.
9:24მოვიდნენ ვაჟები და დაიმკვიდრეს ქვეყანა. შენ დაუმორჩილე მათ იმ ქვეყნის მკვიდრნი - ქანაანეღები, და მათ ხელში ჩაყარე მათი მეფენი, და იმ ქვეყნის ერნი, რათა მათ თავიანთი ნება-სურვილისამებრ მოქცეოდნენ.
9:25დაიპყრეს ციხე-ქალაქები და პოხიერი მიწა, დაიმკვიდრეს ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, კლდეში ამოკვეთილი ჭები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები და უამრავი ხეხილი. ჭამეს, დაძღნენ, დასუქდნენ და განცხრომას მიეცნენ, შენი დიდი სიკეთის წყალობით.
9:26გაჯიუტდნენ და განგიდგნენ, ზურგს უკან გადაიგდეს შენი რჯული, ხოცავდნენ შენს წინასწარმეტყველებს, რომელნიც შეაგონებდნენ, რომ შენკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი შენ წინაშე დიდად გასაწყრომ საქმეებს სჩადიოდნენ;
9:27შენ ჩაყარე ისინი მტრის ხელში, რათა შეეჭირვებინათ, მაგრამ როცა გაჭირვების ჟამს შემოგღაღადებდნენ, შენ ზეციდან უსმენდი, და შენი დიდი გულმოწყალებისამებრ მხსნელებს უგზავნიდი და ისინიც იხსნიდნენ მათ მტრის ხელიდან.
პარალელური ადგილები: ნეემია 9:25
- მეორე სთვლისაება 32:15გასუქდა იეშურუნი და მოჰყვა ტლინკვას. გასუქდი, გათქვირდი, ჩამრგვალდი. დაივიწყა ღმერთი, თავისი შემოქმედი და არად ჩააგდო თავისი გადარჩენის ბურჯი.
- ნეემია 9:35არ გემსახურებოდნენ თავიანთი ხელმწიფობისა და შენ მიერ მინიჭებული კეთილდღეობის ჟამს იმ ვრცელსა და პოხიერ ქვეყანაში, შენ რომ უბოძე, და თავიანთი უკეთური საქმეებისგან უკან არ იხევდნენ.
- მეორე სთვლისაება 3:5ყველა ეს ქალაქი, მაღალი გალავნით მოზღუდული, კარიბჭეებიანი და ურდულებიანი, გარდა უამრავი უგალავნო ქალაქისა.
- მეორე სთვლისაება 6:10და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის გამო ეფიცებოდა აბრაამს, ისაკს და იაკობს, რომ შენ მოგცემდა დიდი და მშვენიერი ქალაქებითურთ, რომლებიც შენ არ აგიშენებია,
- მეორე სთვლისაება 6:12ფრთხილად იყავი, რომ არ დაგავიწყდეს უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
- ოსეა 3:5მერე მოიქცევიან ისრაელიანები და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს, და მოწიწებით განიმსჭვალებიან უფლისა და მისი მადლის წინაშე უკანასკნელ დღეებში.
- ეზექიელი 20:6იმ დღეს აღვმართე მათთვის ხელი, რომ წამეყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან ქვეყანაში, რომელიც შევიგულე მათთვის, სადაც მოედინება რძე და თაფლი, და ყოველი ქვეყნის მშვენებაა.
- მეორე სთვლისაება 32:13დასვა იგი მაღალ ადგილზე და კვებავდა ველური ნაყოფით, პიტალოებიდან თაფლს აწოვებდა და ზეთს - სალი კლდიდან,
განაგრძე კითხვა: ნეემია 9
სრულად წაიკითხე: ნეემია 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში