
რიცხვთა 10:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეორე წლის მეორე თვეს, თვის მეოცე დღეს ასცილდა ღრუბელი მოწმობის სავანეს.
რიცხვთა 10:11 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 10:11 კონტექსტში
10:9როცა გახვალთ თქვენს ქვეყანაში მომხდურ მტერთან საბრძოლველად, ასტეხეთ განგაში საყვირებით და გახსენებული იქნებით უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და გადაურჩებით თქვენს მტრებს.
10:10სიხარულის დღეებში, დღესასწაულებზე და ახალმთავრობისას, როცა აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს სწირავთ, დააყვირეთ საყვირებს. თქვენს გასახსენებლად იქნება ეს თქვენი ღმერთის წინაშე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
10:11მეორე წლის მეორე თვეს, თვის მეოცე დღეს ასცილდა ღრუბელი მოწმობის სავანეს.
10:12დაიძრნენ ისრაელიანები სამგზავროდ სინაის უდაბნოდან და დადგა ღრუბელი ფარანის უდაბნოში.
10:13დაიძრნენ პირველად უფლის ბრძანებისამებრ მოსეს წინამძღოლობით.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 10:11
- რიცხვთა 9:17როგორც კი ასცილდებოდა ღრუბელი კარავს, დაიძრებოდნენ ისრაელიანებიც; ხოლო სადაც დადგებოდა ღრუბელი, იქ დაიბანაკებდნენ ხოლმე ისრაელიანები.
- რიცხვთა 9:23უფლის ბრძანებაზე დაიბანაკებდნენ და უფლის ბრძანებაზე დაიძრებოდნენ ხოლმე. უფლის სამსახურს ასრულებდნენ და დადიოდნენ უფლის ბრძანებით, მოსეს პირით რომ იყო გამოცხადებული.
- რიცხვთა 9:11მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს დაღამებისას დაამზადონ იგი, უფუარი პური და მწარა ბალახები შეატანონ.
- რიცხვთა 1:1ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში, სადღესასწაულო კარავში, მეორე თვის პირველ დღეს, ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს, უთხრა:
- რიცხვთა 9:5დაამზადეს პასექი პირველ თვეში, თვის მეთოთხმეტე დღეს, დაღამებისას, სინაის უდაბნოში; ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
- გამოსვლა 40:2პირველი თვის პირველ დღეს აღმართე სავანე, სადღესასწაულო კარავი.
- გამოსვლა 40:17მეორე წლის პირველ თვეს, თვის პირველში აღიმართა სავანე.
- რიცხვთა 9:1ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს, პირველ თვეში, უთხრა:
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 10
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში