
რიცხვთა 10:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაიძრნენ ისრაელიანები სამგზავროდ სინაის უდაბნოდან და დადგა ღრუბელი ფარანის უდაბნოში.
რიცხვთა 10:12 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 10:12 კონტექსტში
10:10სიხარულის დღეებში, დღესასწაულებზე და ახალმთავრობისას, როცა აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს სწირავთ, დააყვირეთ საყვირებს. თქვენს გასახსენებლად იქნება ეს თქვენი ღმერთის წინაშე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
10:11მეორე წლის მეორე თვეს, თვის მეოცე დღეს ასცილდა ღრუბელი მოწმობის სავანეს.
10:12დაიძრნენ ისრაელიანები სამგზავროდ სინაის უდაბნოდან და დადგა ღრუბელი ფარანის უდაბნოში.
10:13დაიძრნენ პირველად უფლის ბრძანებისამებრ მოსეს წინამძღოლობით.
10:14იუდიანთა ბანაკის დროშა დაიძრა პირველად მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ლაშქარს სათავეში ედგა ნახშონ ყამინადაბის ძე.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 10:12
- შესაქმე 21:21დასახლდა ფარანის უდაბნოში და მიუყვანა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტელთა ქვეყნიდან.
- გამოსვლა 19:1ეგვიპტიდან გამოსვლის მესამე თვეს, ამ დღეს მიადგნენ ისრაელიანები სინაის უდაბნოს.
- გამოსვლა 19:2დაიძრნენ რეფიდიმიდან და მიადგნენ სინაის უდაბნოს და დაიბანაკეს უდაბნოში; მთის გასწვრივ დაბანაკდა ისრაელი.
- რიცხვთა 13:3გაგზავნე კაცები, რომ დაზვერონ ქანაანის ქვეყანა, რომელიც მივეცი ისრაელიანებს; მამათა შტოდან თითო კაცი გაგზავნეთ, ყველა თავკაცი იყოს მათში.
- რიცხვთა 1:1ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში, სადღესასწაულო კარავში, მეორე თვის პირველ დღეს, ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს, უთხრა:
- მეორე სთვლისაება 1:1აი, სიტყვები, რომლებიც გამოუცხადა მოსემ მთელ ისრაელს იორდანეს გაღმა უდაბნოში, ვაკეზე, სუფის გასწვრივ, ფარანს, თოფელს, ლაბანს, ხაცეროთსა და დი-ზაჰაბს შორის,
- რიცხვთა 13:26ორმოცი დღის შემდეგ, რომ დაზვერეს ქვეყანა, უკან დაბრუნდნენ.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 10
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში