
რიცხვთა 13:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიმოიხილავთ ქვეყანას, როგორია და რა ხალხი ცხოვრობს იქ, ძლიერი თუ სუსტი, ცოტანი თუ ბევრნი.
რიცხვთა 13:19 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 13:19 კონტექსტში
13:17ესენია იმ კაცთა სახელები, რომლებიც გაგზავნა მოსემ ქვეყნის დასაზვერავად. დაარქვა მოსემ ოსია ნავეს ძეს იესო.
13:18გაგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერავად და უთხრა მათ: გაემართებით სამხრეთით და ახვალთ მთაზე.
13:19მიმოიხილავთ ქვეყანას, როგორია და რა ხალხი ცხოვრობს იქ, ძლიერი თუ სუსტი, ცოტანი თუ ბევრნი.
13:20როგორი ქვეყანაა, სადაც ისინი ცხოვრობენ კარგი თუ ცუდი; როგორი ქალაქებია, სადაც ისინი სახლობენ; ბანაკებია თუ ციხე-სიმაგრეები.
13:21როგორი მიწაა, ნოყიერი თუ მწირი, იზრდება თუ არა იქ ხე; იმარჯვეთ და წამოიღეთ მიწის ნაყოფები, სწორედ ის დრო იყო, ყურძენი რომ მწიფდა.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 13
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში