
ფსალმუნი 106:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა.
ფსალმუნი 106:17 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 106:17 კონტექსტში
106:15და შეუსრულა თხოვნა მათი და მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს.
106:16და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდანის აარონის მიმართ.
106:17გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 106:17
- მეორე სთვლისაება 11:6რაც გაუკეთა დათანს და აბირამს, რეუბენის ძის, ელიაბის შვილებს, როცა დააღო პირი მიწამ და მთელი ისრაელის თვალწინ შთანთქა ისინი მათი სახლებიანად, კარვებიანად და მთელი ქონებითურთ, რაც კი გააჩნდათ მთელ ისრაელში.
- რიცხვთა 26:10გაიხსნა პირი მიწამ და ჩაყლაპა ისინი და კორახი; როცა განადგურდა მათი დასი, როცა ცეცხლმა შთანთქა ორასორმოცდაათი კაცი. მაგალითად იქცნენ ისინი.
- რიცხვთა 16:29თუ ჩვეულებრივი სიკვდილით დაიხოცებიან ესენი და ჩვეულებრივი ბედი ეწევათ მათ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი.
- რიცხვთა 16:33ცოცხლივ ჩაცვივდნენ ყველანი ქვესკნელში და გადაეფარა მათ მიწა. ასე გადაშენდნენ კრებულიდან.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 106
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 106 · გახსენი ბიბლიის მკითხველში