
რიცხვთა 18:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა უფალმა აარონს: მათ ქვეყანაში ვერაფერს დაიმკვიდრებ და არ გექნება წილი მათ შორის. მე ვარ შენი წილი და შენი სამკვიდრო ისრაელიანთა შორის.
რიცხვთა 18:20 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 18:20 კონტექსტში
18:18მათი ხორცი შენ გეკუთვნის, ისევე როგორც მისართმეველი მკერდი და მარჯვენა ბეჭი გეკუთვნის შენ.
18:19მთელი წმიდა ღალა, რომელსაც ისრაელიანები უხდიან უფალს, შენთვის, შენი ვაჟებისა და ქალიშვილებისთვის მომიცია, სამარადისო წესით. ეს არის სამარადისო აღთქმა მარილისა უფლის წინაშე შენთვისა და შენი შთამომავლობისათვის.
18:20უთხრა უფალმა აარონს: მათ ქვეყანაში ვერაფერს დაიმკვიდრებ და არ გექნება წილი მათ შორის. მე ვარ შენი წილი და შენი სამკვიდრო ისრაელიანთა შორის.
18:21ლევიანებს კი, აჰა, მივეცი სამკვიდროდ ყველაფრის მეათედი, რაც ისრაელშია, მათი სამსახურის სანაცვლოდ, რასაც სადღესასწაულო კარავთან ასრულებენ.
18:22აღარ მიუახლიავდნენ ისრაელიანები სადღესასწაულო კარავს, რომ მომაკვდინებელი ცოდვა არ დაიდონ.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 18:20
- ეზექიელი 44:28ნუ ექნებათ მათ სამკვიდრო: მე ვარ მათი სამკვიდრო; ნუ მისცემთ მათ საკუთრებას ისრაელში: მე ვარ მათი საკუთრება.
- მეორე სთვლისაება 10:9ამიტომაც არა აქვთ ლევიანებს წილი და სამკვიდრო თავის მოძმეებთან. თავად უფალია მათი სამკვიდრო, როგორც უთხრა მას უფალმა, შენმა ღმერთმა.
- იესო ნავეს ძე 13:33ლევის ტომს არ მისცა სამკვიდრო მოსემ: თავად უფალი, ისრაელის ღმერთია მათი სამკვიდრო, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის.
- მეორე სთვლისაება 18:1არ ექნებათ ლევიან მღვდლებს, ლევიანთა მთელ შტოს, წილი და სამკვიდრო ისრაელთან; საუფლო მსხვერპლი და მისი სამკვიდრო უნდა ჭამონ.
- მეორე სთვლისაება 18:2სამკვიდრო არ ექნება თავის მოძმეთა წიაღში; თავად უფალია მისი სამკვიდრო, როგორც ნათქვამი აქვს მისთვის.
- გლოვა იერემიასი 3:24ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომაც იმედი მაქვს მისი;
- მეორე სთვლისაება 12:12გაიხარეთ უფლის წინაშე თქვენ და თქვენმა ვაჟებმა, თქვენმა ასულებმა, თქვენმა ყმებმა და ყმაქალებმა, და ლევიანმა, რომელიც თქვენს ქალაქებში ცხოვრობს, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრო თქვენ შორის.
- მეორე სთვლისაება 14:27არ დაივიწყო შენს ქალაქში მცხოვრები ლევიანი, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრო შენთან.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 18
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში