
ნეშტთა შორისა ა 6:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მერარის ძენი: მახლი და მუში. აჰა, ლევის საგვარეულონი, თავ-თავიანთი მამისსახლის მიხედვით.
ნეშტთა შორისა ა 6:4 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 6:4 კონტექსტში
6:2აჰა, გერშომის ძეთა სახელები: ლიბნი და შიმყი.
6:3კეჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
6:4მერარის ძენი: მახლი და მუში. აჰა, ლევის საგვარეულონი, თავ-თავიანთი მამისსახლის მიხედვით.
6:5გერშომს ჰყავდა მისი ძე ლიბნი, მისი ძე იახათი, მისი ძე ზიმა,
6:6მისი ძე იოახი, მისი ძე ყიდო, მისი ძე ზერახი, მისი ძე იეათრაი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 6:4
- გამოსვლა 6:25ითხოვა ელიაზარმა, აარონის ძემ, ცოლად ფუტიელის ერთ-ერთი ასული და უშვა ქალმა ფინხასი. ესენი არიან ლევიანთა მამამთავარნი თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით.
- ნეშტთა შორისა ა 6:50წილისყრით მისცეს იუდას, სიმონისა და ბენიამინის ძეთა ტომებიდან ის ქალაქები, რომელთაც სახელები ერქვათ.
- ეზრა 7:1ამ ამბების შემდეგ სპარსთა მეფის, ართახშაშთას, მეფობაში ეზრა ძე სერაიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა ხილკიასი,
- ეზრა 7:5ძისა აბიშუაყისა, ძისა ფინხასისა, ძისა ელეაზარისა, ძისა აარონისა, მღვდელმთავრისა -
- ნეშტთა შორისა ა 9:20ფინხამ ელყაზარის ძე უწინ მათი წინამძღოლი იყო და უფალიც მასთან იყო.
- ფსალმუნები 106:30წამოდგა ფინხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსრველი სენი.
- ფსალმუნები 106:31ჩაეთვალა მას მოწყალებად თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ.
- იესო ნავეს ძე 22:30გაიგონეს და მოიწონეს ფინხას მღვდელმა, საზოგადოების თავკაცებმა და ისრაელის ათასეულთა მეთაურებმა, მას რომ ახლდნენ, რეუბენიანთა, გადიანთა და მენაშეანთა ნათქვამი სიტყვები.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 6
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში