
რიცხვთა 26:62 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ოცდასამი ათასი იყო მათი რიცხვი, ყველა მამაკაცისა ერთი თვიდან მოყოლებული; რადგან ისინი არ აღრიცხულან ისრაელიანთა შორის, რადგან არ ჰქონდათ მათ მიცემული სამკვიდრო ისრაელიანთა შორის.
რიცხვთა 26:62 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 26:62 კონტექსტში
26:60შეეძინა აარონს ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
26:61დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, როცა უფლის წინაშე უცხო ცეცხლი მიჰქონდათ.
26:62ოცდასამი ათასი იყო მათი რიცხვი, ყველა მამაკაცისა ერთი თვიდან მოყოლებული; რადგან ისინი არ აღრიცხულან ისრაელიანთა შორის, რადგან არ ჰქონდათ მათ მიცემული სამკვიდრო ისრაელიანთა შორის.
26:63ესენი არიან აღრიცხულნი მოსესა და ელეაზარ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები მოაბის ველზე, იორდანეს პირას, იერიხონის მახლობლად.
26:64მათში არავინ ყოფილა აღრიცხულთაგან მოსესა და აარონ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები სინაის უდაბნოში:
პარალელური ადგილები: რიცხვთა 26:62
- რიცხვთა 1:49ოღონდ ლევის შტო არ აღრიცხო, არ აღრიცხო ისრაელიანთა შორის.
- რიცხვთა 3:39ყველა აღრიცხული ლევიანი, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის სიტყვისამებრ მათი საგვარეულობების მიხედვით, ყოველი მამროვანი ერთი თვიდან მოყოლებული, სულ იყო ოცდაორი ათასი.
- რიცხვთა 35:2ვუბრძანე ისრაელიანებს, რომ მისცენ ლევიანებს თავიანთი საკუთარი სამკვიდროდან ქალაქები საცხოვრებლად. ქალაქგარეთ სანახებიც, ირგვლივ, მიეცით ლევიანებს.
- რიცხვთა 35:8ქალაქები, რომლებიც ისრაელიანთა საკუთრებიდან უნდა მისცეთ, მრავალრიცხოვანთ მეტი გამოართვით, მცირერიცხოვანთ - ნაკლები, თითოეულმა თავისი წილხვედრის კვალობაზე უნდა მისცეს თავისი ქალაქებიდან ლევიანებს.
- მეორე სთვლისაება 10:9ამიტომაც არა აქვთ ლევიანებს წილი და სამკვიდრო თავის მოძმეებთან. თავად უფალია მათი სამკვიდრო, როგორც უთხრა მას უფალმა, შენმა ღმერთმა.
- რიცხვთა 18:20უთხრა უფალმა აარონს: მათ ქვეყანაში ვერაფერს დაიმკვიდრებ და არ გექნება წილი მათ შორის. მე ვარ შენი წილი და შენი სამკვიდრო ისრაელიანთა შორის.
- რიცხვთა 18:24რადგან ლევიანებს სამკვიდროდ ისრაელიანთა მეათედი მივეცი, რომელსაც ღალად უხდიან უფალს; ამიტომ ვუთხარი მათ: ისრაელიანთა შორის ვერ დაიმკვიდრებთ-მეთქი სამკვიდროს.
- იესო ნავეს ძე 13:33ლევის ტომს არ მისცა სამკვიდრო მოსემ: თავად უფალი, ისრაელის ღმერთია მათი სამკვიდრო, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 26
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში