
რიცხვთა 29:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გარდა ახალმთავრობის აღსავლენისა და მისი ძღვენისა, მუდმივი აღსავლენისა და მისი ძღვენისა და საღვრელისა, წესის მიხედვით, კეთილსურნელება უფლისათვის საცეცხლო მსხვერპლად.
რიცხვთა 29:6 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 29:6 კონტექსტში
29:4ეფის ერთი მეათედი თითო ცხვარზე იმ შვიდ ცხვართაგან,
29:5და ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, რათა მოგეტეოთ.
29:6გარდა ახალმთავრობის აღსავლენისა და მისი ძღვენისა, მუდმივი აღსავლენისა და მისი ძღვენისა და საღვრელისა, წესის მიხედვით, კეთილსურნელება უფლისათვის საცეცხლო მსხვერპლად.
29:7ამ მეშვიდე თვის ათში წმიდა წვეულება გქონდეთ. დაიოკეთ თქვენი თავი, არაფერი საქმე არ აკეთოთ.
29:8შესწირეთ უფალს აღსავლენი მსხვერპლი კეთილსურნელებად: ერთი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი ცხვარი - საღები უნდა გყავდეთ.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 29:6
- რიცხვთა 28:3უთხარი მათ: აი, საცეცხლო მსხვერპლი, რომელიც უნდა შესწიროთ უფალს: ორი წელგამოვლილი საღი ცხვარი დღეში, მუდმივი აღსავლენი მსხვერპლი.
- რიცხვთა 28:8მეორე ცხვარი საღამოხანს შესწირე: დილანდელი ძღვენითა და საღვრელითურთ შესწირე საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფალს.
- რიცხვთა 28:11ყოველი თვის დასაწყისში შესწირეთ აღსავლენად უფალს: ორი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი.
- რიცხვთა 28:15ერთი ვაცი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად უფალს; მუდმივ აღსავლენ მსხვერპლის გარდა შესწირე მის საღვრელთან ერთად.
- რიცხვთა 15:11ასე უნდა გაკეთდეს თითოეულ ხარზე ან ვერძზე კრავზე თუ თიკანზე.
- რიცხვთა 15:12რაოდენობის მიხედვით, რამდენსაც ამზადებთ, თითოზე იმდენი მიიტანეთ მათი რაოდენობის მიხედვით.
- ეზრა 3:4მართავდნენ კარვობის დღესასწაულს დაწერილისამებრ და სწირავდნენ დღიურ აღსავლენ მსხვერპლს განსაზღვრულ რიცხვში ყოველდღიური წესის მიხედვით.
- რიცხვთა 29:18ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 29
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში