
რიცხვთა 34:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჰორის მთიდან გაატარეთ ხამათის მიმართულებით; მიებჯინება საზღვარი ცედადას.
რიცხვთა 34:8 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 34:8 კონტექსტში
34:6დასავლეთის საზღვარი: დიდი ზღვა გექნებათ საზღვრად. ეს გქონდეთ სამხრეთის საზღვრად.
34:7ეს გქონდეთ ჩრდილოეთის საზღვრად: დიდი ზღვიდან გაატარეთ საზღვარი ჰორის მთაზე.
34:8ჰორის მთიდან გაატარეთ ხამათის მიმართულებით; მიებჯინება საზღვარი ცედადას.
34:9გავა საზღვარი ციფრონისკენ და მიებჯინება ხაცარ-ყენანს. ეს გქონდეთ ჩრდილოეთის საზღვრად.
34:10აღმოსავლეთით გაავლეთ საზღვარი ხაცარ-ყენანიდან შეფამასკენ.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 34:8
- რიცხვთა 13:21როგორი მიწაა, ნოყიერი თუ მწირი, იზრდება თუ არა იქ ხე; იმარჯვეთ და წამოიღეთ მიწის ნაყოფები, სწორედ ის დრო იყო, ყურძენი რომ მწიფდა.
- ეზექიელი 47:15აი, ქვეყნის საზღვარი: ჩრდილოეთით დიდი ზღვიდან ხეთლონის გზით ცედადამდე,
- ეზექიელი 47:20დასავლეთის მხრიდან იქნება დიდი ზღვა სამხრეთის საზღვრიდან ხამათის მისადგომამდე. ეს იქნება დასავლეთის მხარე.
- მეფეთა ბ 8:9შეიტყო თოყიმ, ხაბათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადარყეზერს,
- იესო ნავეს ძე 13:5გიბლელთა ქვეყანა და მთელი ლიბანი მზის აღმოსავლეთით ბაყალ-გადიდან, ხერმონის მთის ძირები, ხაბათამდე.
- იესო ნავეს ძე 13:6მთის ყველა მცხოვრებს ლიბანიდან მისრეფოთ-მაიმამდემ ყველა ციდონელს ავყრი ისრაელიანთაგან; ოღონდ შენ გაუნაწილე ისრაელს სამკვიდრებად, როგორც მე გიბრძანე.
- იერემია 39:5უკან დაედევნა მათ ქალდეველთა ლაშქარი და მიეწია ციდკიას იერიქონის ველზე. შეიპყრეს და მიჰგვარეს ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, და მანაც განაჩენი გამოუტანა ციდკიას.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 34
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში