
რიცხვთა 35:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი მათ: როცა გადახვალთ იორდანეს გაღმა ქანაანის ქვეყანაში,
რიცხვთა 35:10 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 35:10 კონტექსტში
35:8ქალაქები, რომლებიც ისრაელიანთა საკუთრებიდან უნდა მისცეთ, მრავალრიცხოვანთ მეტი გამოართვით, მცირერიცხოვანთ - ნაკლები, თითოეულმა თავისი წილხვედრის კვალობაზე უნდა მისცეს თავისი ქალაქებიდან ლევიანებს.
35:9ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
35:10ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი მათ: როცა გადახვალთ იორდანეს გაღმა ქანაანის ქვეყანაში,
35:11დაიგულეთ ზოგიერთი ქალაქი, თავშესაფარ ქალაქებად გქონდეთ ისინი, სადაც შეეძლება თავის შეფარება მკვლელს, რომელსაც უნებურად შემოაკვდება კაცი.
35:12გქონდეთ ეს ქალაქები თავშესაფარად შურისმაძიებლისაგან, რათა არ მოიკლას მკვლელი, ვიდრე საზოგდოების წინაშე წარდგებოდეს სამსჯავროდ.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 35:10
- რიცხვთა 34:2დაარიგე ისრაელიანები და უთხარი მათ: როცა შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, აი, საზღვრები ამ ქვეყნისა, ქანაანის ქვეყნისა, რომელიც წილად შეგხვდებათ თქვენ:
- მეორე სთვლისაება 12:9რადგან ჯერ კიდევ არ მივსულვართ განსასვენებელში და სამკვიდრებელში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს.
- ლევიანი 14:34როდესაც შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, რომელსაც სამკვიდრებლად გაძლევთ, და კეთრის წყლულს გავაჩენ თქვენი სამკვიდრებელი ქვეყნის სახლში,
- მეორე სთვლისაება 19:1როცა გაწყვეტს უფალი, შენი ღმერთი, ხალხებს, რომელთა ქვეყანას შენ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, განდევნი მათ და დასახლდები მათ ქალაქებსა და სახლებში,
- მეორე სთვლისაება 19:2გამოაცალკევე სამი ქალაქი შენს ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, დასამკვიდრებლად.
- იესო ნავეს ძე 20:2დაელაპარაკე და უთხარი ისრაელიანებს: დაიდგინეთ თავშესაფარი ქალაქები, რაზეც გელაპარაკებოდით მოსეს პირით,
- იესო ნავეს ძე 20:6იცხოვრებს ამ ქალაქში, ვიდრე არ წარუდგება საზოგადოებას სამსჯავროზე, ვიდრე იმ ხანების მღვდელმთავარი არ მოკვდება. მაშინ დაბრუნდეს მკვლელი და მივიდეს თავის ქალაქში, თავის სახლში, იმ ქალაქში, საიდანაც გამოიქცა.
- ლევიანი 25:2ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როცა შეხვალთ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ, იუქმოს მიწამ შაბათი უფლისათვის.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 35
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში