
რიცხვთა 35:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სამი ქალაქი იორდანეს გაღმა უნდა მისცეთ და სამი ქალაქი ქაანანის ქვეყანაში უნდა მისცეთ. თავშესაფარი ქალაქები იქნება ისინი.
რიცხვთა 35:14 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 35:14 კონტექსტში
35:12გქონდეთ ეს ქალაქები თავშესაფარად შურისმაძიებლისაგან, რათა არ მოიკლას მკვლელი, ვიდრე საზოგდოების წინაშე წარდგებოდეს სამსჯავროდ.
35:13ექვსი უნდა იყოს ქალაქი, რომელსაც თავშესაფრად განაწესებთ.
35:14სამი ქალაქი იორდანეს გაღმა უნდა მისცეთ და სამი ქალაქი ქაანანის ქვეყანაში უნდა მისცეთ. თავშესაფარი ქალაქები იქნება ისინი.
35:15ისრაელიანებს, მდგმურს და თქვენ შორის დამკვიდრებულს გქონდეთ ეს ექვსი ქალაქი თავშესაფრად, რათა იქ თავი შეაფაროს ყველამ, ვისაც უნებურად შემოაკვდება კაცი.
35:16თუ ვინმე კაცს რკინას დაჰკრავს და მოკლავს, მკვლელია იგი. მკელელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 35:14
- მეორე სთვლისაება 4:41მაშინ გამოჰყო მოსემ სამი ქალაქი იორდანეს გაღმა, მზის აღმოსავლეთით.
- მეორე სთვლისაება 4:43ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე - რეუბენიანთათვის; რამოთი გალაადში - გადიანთათვის; გოლანი ბაშანში - მენაშეანთათვის.
- იესო ნავეს ძე 20:7გამოყვეს კედეში გალილეაში, ნაფთალის მთაზე, შექემი ეფრემის მთაზე და კირიათ-არბე ანუ ხებრონი, იუდას მთაზე.
- იესო ნავეს ძე 20:9ეს ქალაქებია განკუთვნილი ყველა ისრაელიანასთვის და მდგმურისთვის, რომელიც მდგმურობს მათ შორის, რომ თავი შეაფაროს იქ უნებლიე მკვლელმა და არ მოკვდეს შურისმაძიებლის ხელით, ვიდრე საზოგადოებას წარუდგებოდეს.
- მეორე სთვლისაება 19:8როცა გაგიფართოებს საზღვრებს უფალი, შენი ღმერთი, როგორც შეჰფიცა შენს მამა-პაპას, და მოგცემს მთელ ქვეყანას, რომლის მიცემაც აღუთქვა შენს მამა-პაპას,
- მეორე სთვლისაება 19:10და არ დაიღვრება უბრალო სისხლი შენს მიწაზე, რომელიც წილად მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, და არ იქნება სისხლი შენზე.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 35
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში