
რიცხვთა 4:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს არის გერშონის მოდგმის საგვარეულოთა საშრომელი სამსახურებლად და სატარებლად:
რიცხვთა 4:24 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 4:24 კონტექსტში
4:22დაითვალე გერშონიანებიც მათი მამისსახლების და საგვარეულობების მიხედვით.
4:23ოცდაათი წლიდან მოყოლებული, ორმოცდაათ წლამდე, აღრიცხე ისინი, ყველა, ვისაც სამსახურში ჩადგომა შეუძლია სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად.
4:24ეს არის გერშონის მოდგმის საგვარეულოთა საშრომელი სამსახურებლად და სატარებლად:
4:25უნდა ატარონ სავანის კრეტსაბმელები, სადღესასწაულო კარავი და მისი გადასახურავი, თახაშის ტყავის გადასახურავი, ზემოდან რომ აფარია, სადღესასწაულო კარვის შესასვლელის ჩამოსაფარებელი,
4:26ეზოს ფარდები, ეზოს კარიბჭის ჩამოსაფარებელი, სავანისა და სამსხვერპლოს ირგვლივ რომ არის, მისი საბელები და ყველა მისი სამსახურებელი ნივთი. ყველაფერი, რასაც აკეთებენ და იყენებენ.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 4:24
- რიცხვთა 4:31აი, რისი ტარება ევალებათ მათ (ეს არის მათი საქმე სადღესასწაულო კარვის სამსახურში): სავანის ბოძები, ლარტყები, სვეტები მათი ფეხებითურთ.
- რიცხვთა 4:32ეზოს სვეტები, ირგვლივ რომ დგას, მათი ფეხებით, პალოებითა და საბელებითურთ, ყველა მათი ნივთი და ყველა მათი სამსახურებელი, სათითაოდ აღრიცხე ყველა ნივთი, რაც სატარებლად ევალებათ.
- რიცხვთა 4:15როცა მორჩებიან აარონი და მისი შვილები საწმიდარისა და მთელი მისი ჭურჭლის დაფარვას ბანაკის დაძვრისას, მოვლენ კეჰათიანები მის წასაღებად. ოღონდ არ უნდა მიეკარონ საწმიდარს, რომ არ დაიხოცონ. ეს არის კეჰათიანთა სატარებელი ტვირთი სადღესასწაულო კარვის ჭურჭლიდან.
- რიცხვთა 4:47ოცდაათი წლიდან მოკიდებული ორმოცდაათ წლამდე, ვისაც კი შეეძლო სამსახურში ჩადგომა და სადღესასწაულო კარვის ტარება,
- რიცხვთა 4:19ასე მოიქეცით, რომ ცოცხლები დარჩნენ და არ დაიხოცონ, როცა წმიდათა წმიდას მიუახლოვდებიან. აარონი და მისი შვილები მივიდნენ მათთან და თითოეული თავის საქმეზე და თავის წასაღებ ტვირთთან დააყენონ.
- რიცხვთა 4:27აარონისა და მისი შვილების ბრძანებით უნდა სრულდებოდეს გერშონიანთა ყველა საქმე - ყველაფრის ტარება და ყველაფრის კეთება. მათ ჩააბარე შესანახად ყველაფერი, რაც მათი სატარებელია.
- რიცხვთა 4:49უფლის ბრძანებით და მოსეს ხელმძღვანელობით მიეჩინა თითოეულს მისი საქმე და მისი სატარებელი ტვირთი და აღირიცხნენ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 4
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში