
იგავესნი 1:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა დაგეცემათ შიში ქარტეხილივით და გრიგალივით დაგატყდებათ უბედურება, როცა მოვა თქვენზე ჭირი და ვაება.
იგავესნი 1:27 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის სამშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 1:27 კონტექსტში
1:25უკუაგდებდით ჩემს რჩევებს და ჩემს დარიგებებს ყურს არ ათხოვებდით.
1:26და მეც გავიცინებ თქვენს უბედურებებზე, გავიხარებ, როცა თავზარი დაგეცემათ;
1:27როცა დაგეცემათ შიში ქარტეხილივით და გრიგალივით დაგატყდებათ უბედურება, როცა მოვა თქვენზე ჭირი და ვაება.
1:28მაშინ მომიხმობენ მე და მე ხმას არ გავცემ მათ, ძებნას დამიწყებენ და ვერ მიპოვნიან,
პარალელური ადგილები: იგავესნი 1:27
- ნაუმი 1:3სულგრძელია უფალი და დიდძალოვანი, დაუსჯელს არავის გაუშვებს; გრიგალშია უფალი და ქარბორბალაშია მისი სავალი; ღრუბელი მის ფერხთა მტვერია.
- იგავესნი 3:25არ შეგაკრთობს უეცარი შიში და არც სიავე ბოროტეულთაგან, როცა მოვა;
- იგავესნი 3:26რადგან უფალი გიდგას მხარში და მახეს არიდებს შენს ფეხს.
- რომაელთა მიმართ 2:9ჭირი და ვიწროება ყველა ბოროტმოქმედი კაცის სულს, ჯერ იუდეველისას, მერე ბერძნისას.
- გამოცხადება 6:15ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ.
- გამოცხადება 6:17ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?
- იგავესნი 10:24რაც ბოროტეულს აშინებს, სწორედ ის შეემთხვევა, მართალს კი სასურველი მიეცემა.
- იგავესნი 10:25როცა გაივლის ქარიშხალი, აღარც ბოროტეულია, მართალი კი დაფუძნებულია სამარადისოდ.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 1
სრულად წაიკითხე: იგავესნი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში