
გამოცხადება 6:15, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ.
გამოცხადება 6:15 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გამოცხადება 6:15
4 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ანდრია კესარიელი6 საუკუნე “ხოლო მიწიერი მეფეები, რომელთაც მიწა აქვთ, მაგრამ ზეცაში არაფერი მოუპოვებიათ, ყველა დიდებულთან და მდიდართან ერთად, მიწიერი მონები და ქრისტეს მონობისგან თავისუფალნი (არადა, ასე არ უნდა იყოს!)...”
კეზარი არლელი6 საუკუნე ეკუმენიოსი6 საუკუნე ბოროდინი პ. მ.19 საუკუნე
1 / 4
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 4 განმარტება.
გამოცხადება 6:15 კონტექსტში
6:13და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს.
6:14და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ.
6:15ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ.
6:16და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ;
6:17ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?
პარალელური ადგილები: გამოცხადება 6:15
- ესაია 2:19შევლენ კლდის ქვაბებში და მიწის ნაპრალებში დაემალება ხალხი უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება.
- ესაია 2:21რათა კლდეთა მღვიმეებში და პიტალოთა ბზარებში დაემალოს უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება.
- ესაია 24:21მოვა ის დღე და დასჯის უფალი ცათა მხედრობას მაღლა ცაში და მიწის მეფეებს დაბლა მიწაზე.
- ესაია 24:22შეიყრებიან ერთად ტუსაღებივით დილეგში, კლიტულებში გამოიმწყვდევიან და დიდი ხნის შემდეგ დაისჯებიან.
- ესაია 2:10კლდეში შეასწარ, მიწაში ჩაემალე უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას!
- ფსალმუნები 2:10ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო!
- ფსალმუნები 2:12ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.
- გამოცხადება 19:13სისხლით ნაღები სამოსით იყო მოსილი, და სახელი მისი - ღვთისა სიტყვა.
განაგრძე კითხვა: გამოცხადება 6
სრულად წაიკითხე: გამოცხადება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში