
იგავესნი 1:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან იგი ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და შენი ყელის სამკაულია.
იგავესნი 1:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის ორშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 1:9 კონტექსტში
1:7უფლის შიშის ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ.
1:8ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.
1:9რადგან იგი ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და შენი ყელის სამკაულია.
1:10შვილო, თუ ცოდვილნი ეცდებიან შენს შეცთენას არ დაჰყვე მათს ნებას.
1:11თუ გეტყვიან: წამო ჩვენთან, მოსაკლავად ჩავუსაფრდეთ, უდანაშაულოს დავუდარაჯდეთო,
პარალელური ადგილები: იგავესნი 1:9
- დანიელი 5:29მაშინ მეფე ბელშაცარის ბრძანებით დანიელს ძოწეული ჩააცვეს, კისერზე ოქროს შიბი ჩამოჰკიდეს და სამეფოში მესამე მთავრად გამოაცხადეს.
- იგავესნი 4:9ლამაზ გვირგვინს მოგცემს თავზე დასარქმელად, დიდების შარავანდს გიბოძებსო.
- შესაქმე 41:42წაიძრო ხელიდან ფარაონმა ბეჭედი და გაუკეთა ხელზე იოსებს; შემოსა ზეზის შესამოსელით და ოქროს ძეწკვი ჩამოჰკიდა ყელზე.
- იგავესნი 3:22ეს სიცოცხლე იქნება შენი სულისთვის და მშვენება შენი ყელისთვის.
- იგავესნი 6:20დაიმარხე, შვილო, მამაშენის ანდერძი და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.
- იგავესნი 6:21სამუდამოდ გქონდეს გულზე მიბმული, ყელზე შემოხვეული,
- ეზექიელი 16:11სამკაულებით მოგრთე, ხელზე სამაჯურები და ყელზე შიბები შეგაბი.
- ესაია 3:19საყურეებს, სამაჯურებს და პირბადეებს,
განაგრძე კითხვა: იგავესნი 1
სრულად წაიკითხე: იგავესნი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში