
იგავესნი 10:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მართლის ბაგენი მადლს აუწყებენ, ბოროტეულთა პირი კი - ღალატს.
იგავესნი 10:32 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-27 კვირიაკე (მწუხრი).
იგავესნი 10:32 კონტექსტში
10:30მართალი არასდროს წაბორძიკდება, ბოროტეულნი კი ვერ დაივანებენ ქვეყანაზე.
10:31მართლის პირი სიბრძნეს აღმოაცენებს, ღალატიანი ენა კი მოიკვეთება.
10:32მართლის ბაგენი მადლს აუწყებენ, ბოროტეულთა პირი კი - ღალატს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 10:32
- იგავესნი 12:6ბოროტეულთა სიტყვები სისხლისღვრას ამზადებს, ხოლო გულწრფელებს კი მათი ბაგეები გადაარჩენს.
- იგავესნი 12:18გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, ბრძენკაცის ენა კი მკურნალია.
- იგავესნი 15:28მართლის გული პასუხს წონის, ბოროტეულთა პირიდან კი სიავე გადმოდის.
- იგავესნი 2:12რომ გიხსნას ბოროტების გზიდან, თვალთმაქცი კაცისაგან,
- იგავესნი 11:11წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, ბოროტეულთა პირით კი ინგრევა.
- იგავესნი 15:2ბრძენთა ენა კეთილ ცოდნას იძლევა, უმეცართა პირი კი სისულელეს როშავს.
- ეკლესიასტე 12:10ეძებდა ეკლესიასტე საჭირო სიტყვებს და წრფელად დაიწერა ჭეშმარიტი სიტყვები.
- იგავესნი 18:6ბრიყვს დავაში ითრევს მისი ბაგეები და მისი პირი აყალ-მაყალს იწვევს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 10
სრულად წაიკითხე: იგავესნი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში