
იგავესნი 15:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მართლის გული პასუხს წონის, ბოროტეულთა პირიდან კი სიავე გადმოდის.
იგავესნი 15:28 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 15:28 კონტექსტში
15:26უკეთურის ზრახვები სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა სიტყვები კი საამურია.
15:27მომხეჭველი თავის სახლს აჩანაგებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.
15:28მართლის გული პასუხს წონის, ბოროტეულთა პირიდან კი სიავე გადმოდის.
15:29ბოროტეულთაგან შორს არის უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს.
15:30თვალთა ნათელი გულს ახარებს, კეთილი ამბავი კი ძვლებს აპოხიერებს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 15:28
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:15არამედ უფალი ქრისტე წმიდა-ყავით თქვენს გულში და მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას.
- იგავესნი 29:11ბრიყვს მთელი სული გარეთ გამოაქვს, ბრძენი კი შიგნით დევნის მას.
- იაკობის ეპისტოლე 3:6ენაც ალია, უსამართლობის სამყარო; ენას ისეთი ადგილი უჭირავს ჩვენს ასოებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს, ალად აქცევს დაბადების ჩარხს და თვითონაც აალებულია გეენისაგან.
- იაკობის ეპისტოლე 3:8ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია; ესაა აღვირახსნილი ბოროტება, მომაკვდინებელი გესლით აღვსილი.
- იგავესნი 15:2ბრძენთა ენა კეთილ ცოდნას იძლევა, უმეცართა პირი კი სისულელეს როშავს.
- ეკლესიასტე 5:2ნუ გისწრებს ენა და გული შენი ნუ გაჩქარის სიტყვის წარმოთქმას ღვთის წინაშე, რადგან ღმერთი ცაშია, შენ კი - მიწაზე. ამიტომ იკმარე ცოტა სიტყვები.
- ეკლესიასტე 10:12ბრძენის სიტყვები მადლია, ბრიყვს კი მისი ბაგეები ღუპავს.
- ეკლესიასტე 10:14ბრიყვი მრავალსიტყვაა, მაგრამ არ უწყის კაცმა, რა მოხდება; ვინ აუწყებს, მის შემდგომ რა იქნება?
განაგრძე კითხვა: იგავესნი 15
სრულად წაიკითხე: იგავესნი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში