
იგავესნი 11:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არავის არგებს სიმდიდრე რისხვის დღეს, სიმართლე კი იხსნის სიკვდილისგან.
იგავესნი 11:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-27 კვირიაკე (მწუხრი).
იგავესნი 11:4 კონტექსტში
11:2ამპარტავნობას დამცირება მოჰყვება, თვინიერებთან კი სიბრძნეა.
11:3წრფელებს მათი უმწიკვლოება წარუძღვება, ვერაგებს კი დაღუპავს მათი ცხოვრება.
11:4არავის არგებს სიმდიდრე რისხვის დღეს, სიმართლე კი იხსნის სიკვდილისგან.
11:5უმწიკვლო კაცს სიმართლე უსწორებს გზას, უკეთური კი თავისი უკეთურებით დაეცემა.
11:6გულწრფელებს თავიანთი სიმართლე იხსნის, მზაკვარნი კი თავიანთივე სიხარბით დატყვევდებიან.
პარალელური ადგილები: იგავესნი 11:4
- იგავესნი 10:2ბოროტეულის საგანძურებს სარგებელი არ მოაქვს, სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის.
- სოფონია 1:18ვერც ვერცხლი, ვერც ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს და მისი შურის ცეცხლი შთანთქავს მთელ ქვეყანას, რადგან ბოლოს მოუღებს უცაბედად ქვეყნის ყველა მკვიდრს.
- შესაქმე 7:1უთხრა უფალმა ნოეს: შედი კიდობანში მთელი შენი სახლითურთ, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემ წინაშე ამ თაობაში.
- ეზექიელი 7:19თავიანთ ვერცხლს გარეთ გადაყრიან და ოქრო სიბინძურედ იქცევა; ოქრო-ვერცხლი ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს, თავს ვერ გაიძღებენ და შიგანს ვერ ამოივსებენ, რადგან მათი უკეთურების საბრხე იყო.
- ტიმოთეს მიმართ ა 4:8ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც.
- ფსალმუნები 49:6თავიანთი ძალით და უხვი სიმდიდრით დაიმედებულნი იტრაბახებენ.
- ფსალმუნები 49:8ძვირია მათი სულის გამოხსნა და არ ეგების უკუნისამდე.
- მათეს სახარება 16:26რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?
განაგრძე კითხვა: იგავესნი 11
სრულად წაიკითხე: იგავესნი 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში