
იგავესნი 12:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უდები კაცი საგზალს არ იმზადებს, კაცის სიბეჯითე კი ძვირფასი განძია.
იგავესნი 12:27 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 12:27 კონტექსტში
12:25სადარდებელი კაცის გულს აღონებს, კეთილი სიტყვა კი ახალისებს.
12:26მართალი გადაურჩება თავის გასაჭირს, ხოლო ბოროტეულთ მათივე გზა დაღუპავს.
12:27უდები კაცი საგზალს არ იმზადებს, კაცის სიბეჯითე კი ძვირფასი განძია.
პარალელური ადგილები: იგავესნი 12:27
- იგავესნი 13:4ზარმაცის სული მოწყურებულია, მაგრამ არაფერი აქვს; მუყაითნი კი დანაყრდებიან.
- იგავესნი 26:15ზარმაცი ხელს ჯამში კი ჩაყოფს, მისი პირთან მიტანა კი ეზარება.
- იგავესნი 15:16უფლის მოშიშებით მცირეს ქონა უმჯობესია, ვიდრე დიდძალი განძი მოუსვენრობაში.
- ფსალმუნები 37:16მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს.
- იგავესნი 23:2ყელზე დანა მიიბჯინე, თუ მსუნაგი ხარ.
- იგავესნი 16:8უკეთესია მცირედი, ოღონდ სიმართლით, ვიდრე დიდძალი მოგება უსამართლობით.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 12
სრულად წაიკითხე: იგავესნი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში