
იგავესნი 12:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიმართლის გზაზე სიცოცხლეა და მისი სავალი უკვდავებაა.
იგავესნი 12:28 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 12:28 კონტექსტში
12:26მართალი გადაურჩება თავის გასაჭირს, ხოლო ბოროტეულთ მათივე გზა დაღუპავს.
12:27უდები კაცი საგზალს არ იმზადებს, კაცის სიბეჯითე კი ძვირფასი განძია.
12:28სიმართლის გზაზე სიცოცხლეა და მისი სავალი უკვდავებაა.
პარალელური ადგილები: იგავესნი 12:28
- იოანეს ეპისტოლე გ 1:11საყვარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტს, არამედ კეთილს მიჰბაძე, ვინაიდან კეთილისმოქმედი ღვთისაგან არის, ბოროტმოქმედს კი არ უხილავს ღმერთი.
- რომაელთა მიმართ 5:21რათა, როგორც ცოდვა სუფევდა სიკვდილში, ასევე ყოფილიყო მადლის სუფევაც საუკუნო სიცოცხლისათვის სიმართლის მეოხებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
- ეზექიელი 18:20ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება.
- ეზექიელი 18:24თუ მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და ჩაიდენს უკეთურებას, ჩაიდენს ყველა სისაძაგლეს, რასაც ბოროტეული სჩადის, იცოცხლებს განა? ყოველი სიკეთე, რაც გაუკეთებია, არ გაუხსენდება; მისი ვერაგობის გამო, რაც ივერაგა, და ცოდვის გამო, რაც შესცოდა, ამათ გამო მოკვდება.
- იგავესნი 11:19სიმართლეს სიცოცხლისკენ მიჰყავს კაცი, ბოროტების ამყოლი კი თავისი სიკვდილისკენ მიექანება.
- ტიტეს მიმართ 2:11რადგანაც მოგვევლინა მადლი ღვთისა, ყოველი კაცის მხსნელი,
- ტიტეს მიმართ 2:12ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღმერთოება, ამქვეყნიური გულისთქმანი და მოკრძალებით, სიმართლით და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ქვეყნად,
- იოანეს ეპისტოლე ა 3:7შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ; სიმართლის მოქმედი მართალია, როგორც ის არის მართალი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 12
სრულად წაიკითხე: იგავესნი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში