
იგავესნი 12:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მართალი გადაურჩება თავის გასაჭირს, ხოლო ბოროტეულთ მათივე გზა დაღუპავს.
იგავესნი 12:26 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 12:26 კონტექსტში
12:24გამრჯეთა ხელი იხელმწიფებს, უდები კი მოხარკედ იქცევა.
12:25სადარდებელი კაცის გულს აღონებს, კეთილი სიტყვა კი ახალისებს.
12:26მართალი გადაურჩება თავის გასაჭირს, ხოლო ბოროტეულთ მათივე გზა დაღუპავს.
12:27უდები კაცი საგზალს არ იმზადებს, კაცის სიბეჯითე კი ძვირფასი განძია.
პარალელური ადგილები: იგავესნი 12:26
- იგავესნი 17:27მცოდნე კაცი სიტყვაძუნწია და გონების კაცი დიდსულოვანია.
- იოანეს ეპისტოლე ა 2:26თქვენი მაცდუნებლების გამო მოგწერეთ ეს.
- იაკობის ეპისტოლე 1:13ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს.
- იაკობის ეპისტოლე 1:14არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება.
- იგავესნი 12:13ცოდვილი ბაგეებით უკეთური მახეში ებმება, მართალი კი თავს აღწევს გასაჭირს.
- მათეს სახარება 5:46რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც?
- მათეს სახარება 5:48მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.
- ფსალმუნები 18:12წყვდიადი თავის საფარად აქცია, გარემო მისი - საბურველად, მძიმე ღრუბლები, სიბნელე წყლისა.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 12
სრულად წაიკითხე: იგავესნი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში