
იგავესნი 12:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღირსეული დედაკაცი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი მისი ძვლების გამომშრობელია.
იგავესნი 12:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეოთხე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 12:4 კონტექსტში
12:2კეთილი კაცი უფლისგან მადლს შეიძენს, ავისმზრახველს კი შეაჩვენებს.
12:3კაცი სიბოროტით ვერ განმტკიცდება, მართალთა ფესვი კი შეურყეველია.
12:4ღირსეული დედაკაცი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი მისი ძვლების გამომშრობელია.
12:5მართალთა ზრახვები სამართლისაკენაა, ბოროტეულთა ფიქრები კი სიცრუეა.
12:6ბოროტეულთა სიტყვები სისხლისღვრას ამზადებს, ხოლო გულწრფელებს კი მათი ბაგეები გადაარჩენს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 12:4
- იგავესნი 14:30მანუგეშებელი გული ხორცის სიცოცხლეა, შური კი ძვალთა ლპობაა.
- იგავესნი 14:1ბრძენი დედაკაცი თავის სახლს აშენებს, ბრიყვი კი საკუთარი ხელით ანგრევს მას.
- იგავესნი 31:10ვინ იპოვის გამრჯე დედაკაცს? მარგალიტზე ძვირია მისი ფასი.
- იგავესნი 31:25ძალით და მშვენებით არის მოსილი და მომავალ დღეს გაღიმებით შესცქერის.
- კორინთელთა მიმართ ა 11:11თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში.
- კორინთელთა მიმართ ა 11:7ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა.
- იგავესნი 21:9სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას.
- იგავესნი 21:19უბედურ ქვეყანაში ცხოვრება სჯობია ანჩხლ და ბრაზიან ცოლთან ყოფნას.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 12
სრულად წაიკითხე: იგავესნი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში