
იგავესნი 31:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინ იპოვის გამრჯე დედაკაცს? მარგალიტზე ძვირია მისი ფასი.
იგავესნი 31:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 23 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის პარასკევი (მწუხრი).
იგავესნი 31:10 კონტექსტში
31:8გახსენი პირი დამუნჯებულისთვის ყველა ობლისთვის სამართლის გასაჩენად.
31:9გახსენი პირი სიმართლით განსასჯელად და ღარიბ-ღატაკთათვის სამართლის გასაჩენად.
31:10ვინ იპოვის გამრჯე დედაკაცს? მარგალიტზე ძვირია მისი ფასი.
31:11მისი ქმრის გული მასზე იქნება დანდობილი და შემოსავალი არ მოაკლდება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 31:10
- იგავესნი 19:14სახლი და დოვლათი მამის დანატოვარია, გონიერი დედაკაცი კი - უფლისგან არის.
- იგავესნი 12:4ღირსეული დედაკაცი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი მისი ძვლების გამომშრობელია.
- იგავესნი 18:22ვინც ცოლი ჰპოვა, სიკეთე ჰპოვა და უფლისგან წყალობა მიიღო.
- ეფესელთა მიმართ 5:25ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,
- ეფესელთა მიმართ 5:33ასევე ყოველ თქვენგანსაც თავისი თავივით უყვარდეს ცოლი, ხოლო ცოლს ეშინოდეს ქმრისა.
- იგავესნი 3:15მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას.
- ქებათა ქება 6:8სამოცი დედოფალია, ოთხმოცი ხარჭა და ურიცხვი ქალწული;
- ქებათა ქება 6:9ეს კი ერთადერთია, მტრედი ჩემი, უბიწო ჩემი; ეს ერთადერთია დედამისისთვის, გამორჩეულია მისი მშობლისათვის. იხილეს ქალწულებმა და ბედნიერად შერაცხეს იგი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 31
სრულად წაიკითხე: იგავესნი 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში