
იგავესნი 14:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მანუგეშებელი გული ხორცის სიცოცხლეა, შური კი ძვალთა ლპობაა.
იგავესნი 14:30 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 12 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 14:30 კონტექსტში
14:28ერის სიმრავლე მეფის დიდებაა, უხალხობა კი - მთავრის დაღუპვა.
14:29სულგრძელ კაცს დიდი გონიერება ახლავს, ხელმოკლე კი სიბრიყვეს ამხელს.
14:30მანუგეშებელი გული ხორცის სიცოცხლეა, შური კი ძვალთა ლპობაა.
14:31ღარიბის მჩაგვრელი თავის შემოქმედს შეურაცხყოფს, მათხოვრის მწყალობელი კი უფლის მადიდებელია.
14:32ბოროტეული თავისი უკეთურების გამო მოიკვეთება, მართალი კი სიკვდილშიც სასოებას ჰპოვებს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 14:30
- იგავესნი 17:22მხიარული გული ჯანმრთელობაა, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.
- იგავესნი 3:8ეს არის შენი სხეულის განკურნება და საზრდო შენი ძვლებისათვის.
- იობი 5:2უგუნურს ღუპავს ბრაზი, ბრიყვს შური კლავს.
- იგავესნი 12:4ღირსეული დედაკაცი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი მისი ძვლების გამომშრობელია.
- იგავესნი 4:23შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო.
- ტიმოთეს მიმართ ბ 1:7რადგანაც ღმერთმა მოშიშების სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერისა.
- რომაელთა მიმართ 1:29ასე რომ, აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებით, სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობით, მაბეზღარობით.
- ფსალმუნები 119:80იყოს ჩემი გული უბიწო შენ წინაშე, რათა არ შევრცხვე.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 14
სრულად წაიკითხე: იგავესნი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში