
იგავესნი 14:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიცილის დროსაც კი წუხს გული და მხიარულება მწუხარებით მთავრდება ხოლმე.
იგავესნი 14:13 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 14:13 კონტექსტში
14:11ბოროტეულთა სახლი დაიქცევა, გულწრფელთა კარავი კი გაიფურჩქნება.
14:12ზოგი გზა კაცის წინაშე სწორი ჩანს, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა.
14:13სიცილის დროსაც კი წუხს გული და მხიარულება მწუხარებით მთავრდება ხოლმე.
14:14გულმრუდი კაცი თავისი საქციელით გაძღება, კეთილი კაცი კი - თავისი საქმეებით.
14:15სულელს ყველა სიტყვისა სჯერა, საზრიანი კი საკუთარ ნაბიჯს უკვირდება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 14:13
- ეკლესიასტე 2:2მივხვდი, გართობა ფუჭი საქმეა; მხიარულება რის მაქნისია?
- იაკობის ეპისტოლე 4:9იტანჯეთ, იგლოვეთ და ივაგლახეთ; დაე, თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი - მწუხარებად.
- ეკლესიასტე 2:10არ უარვყავი არაფერი, რაც კი მომთხოვეს ჩემმა თვალებმა, არ დავაოკე გული ჩემი სიხარულისგან, რადგან ხარობდა ჩემი გული ჩემი ნაღვაწით. ეს ყოველივე იყო ვედრი ჩემი შრომისა.
- ეკლესიასტე 2:11მერმე, როდესაც გადავხედე ყოველივეს, რაც კი შექმნა ჩემმა მარჯვენამ, და ყოველ საქმეს, ჩემს ნამოქმედარს, მივხვდი, ამაო რომ ყოფილა ეს ყველაფერი, ქარისნაბერი, და რომ არ არის სარგებელი ამ მზისქვეშეთში.
- იგავესნი 5:4ბოლოს კი აბზინდასავით გამწარდება, ორლესული მახვილივით გაფხავდება;
- ეკლესიასტე 11:9იხარე, ყრმაო, ვიდრე ნორჩი ხარ; გაამოს შენმა გულმა სიყმაწვილეში, მიჰყევ შენს გულს და თვალთა მზერას; ოღონდ იცოდე, ყველაფრის ამის გამო სამსჯავროზე წარგადგენს ღმერთი.
- ლუკას სახარება 16:25მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები.
- ეკლესიასტე 7:5სჯობს ბრძენისაგან კიცხვას ისმენდე, ვიდრე ბრიყვისგან ქება-დიდებას.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 14
სრულად წაიკითხე: იგავესნი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში