
იგავესნი 14:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სულელს ყველა სიტყვისა სჯერა, საზრიანი კი საკუთარ ნაბიჯს უკვირდება.
იგავესნი 14:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 9 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეოთხე კვირის პარასკევი (მწუხრი).
იგავესნი 14:15 კონტექსტში
14:13სიცილის დროსაც კი წუხს გული და მხიარულება მწუხარებით მთავრდება ხოლმე.
14:14გულმრუდი კაცი თავისი საქციელით გაძღება, კეთილი კაცი კი - თავისი საქმეებით.
14:15სულელს ყველა სიტყვისა სჯერა, საზრიანი კი საკუთარ ნაბიჯს უკვირდება.
14:16ბრძენი ფრთხილობს და ბოროტებას ერიდება, უგნური კი ბრაზიანია და თავდაჯერებული.
14:17ფიცხი კაცი სიბრიყვეს სჩადის, ავისმზრახველი კი საძულველია.
პარალელური ადგილები: იგავესნი 14:15
- იგავესნი 14:8გონიერი კაცის სიბრძნე საკუთარი გზის შეცნობაშია, უმეცართა სიბრიყვე კი ცრუობაშია.
- ეფესელთა მიმართ 5:17ასე რომ, ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიცანით, რა არის ნება ღვთისა.
- იგავესნი 4:26გამართე ნაბიჯები და მტკიცე იქნება შენი სავალი.
- იგავესნი 27:12საზრიანი ხედავს უბედურებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან.
- იოანეს ეპისტოლე ა 4:1საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად.
- ეფესელთა მიმართ 4:14რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი, კაცთა ცბიერებითა და ცდუნების მზაკვრული ხერხით,
- რომაელთა მიმართ 16:18რადგანაც ამნაირნი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს კი არ ემსახურებიან, არამედ თავიანთ მუცელს და ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს.
- რომაელთა მიმართ 16:19თქვენი მორჩილება კი ყველასათვის ცნობილია. ამიტომაც ვხარობ თქვენ გამო; მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უმანკონი - ბოროტებისთვის.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 14
სრულად წაიკითხე: იგავესნი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში