
ეკლესიასტე 7:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სჯობს ბრძენისაგან კიცხვას ისმენდე, ვიდრე ბრიყვისგან ქება-დიდებას.
ეკლესიასტე 7:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 7:5 კონტექსტში
7:3მწუხარება სჯობს სიცილს, რადგან სახის დაღვრემისას კეთილია გული.
7:4ბრძენთა ფიქრები გლოვის სახლშია, უგუნურთა ფიქრები - მხიარულების სახლში.
7:5სჯობს ბრძენისაგან კიცხვას ისმენდე, ვიდრე ბრიყვისგან ქება-დიდებას.
7:6რადგან ბრიყვთა სიცილი ქვაბის ქვეშ ფიჩხის ტკაცუნს ჰგავს; ამაოებაა ეს.
7:7გაჭირვება ბრძენს გამოაჩენს, ხოლო ქრთამი რყვნის გულს კაცისას.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 7:5
- იგავესნი 15:31სასიცოცხლო მხილების გამგონე ყური ბრძენკაცთა შორის იმყოფება.
- იგავესნი 15:32შეგონების აბუჩად ამგდები საკუთარი თავის მოძუღეა, მხილების გამგონე კი გონებას იხვეჭს.
- ფსალმუნები 141:5დაე, დამსაჯოს მართალმა, წყალობაა და მამხილოს. ზეთი თავისა არ ავნებს ჩემს თავს, რადგან კვლავაც ჩემი ლოცვა მათი ბოროტების წინააღმდეგ არის მიმართული.
- იგავესნი 13:18დარიგების უკუმგდებელს სიღარიბე და სირცხვილი ელის, შეგონების შემთვისებელი კი პატივში იქნება.
- გამოცხადება 3:19ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე.
- იგავესნი 17:10გონიერზე დატუქსვა უფრო სჭრის, ვიდრე უმეცარზე ასი დარტყმა.
- იგავესნი 27:6მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით აგავსებს.
- ფსალმუნები 69:12ჩემზე ლაპარაკობენ კარიბჭესთან მსხდომნი და მღერიან ღვინის მსმელნი.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 7
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში