
იგავესნი 15:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვ ადამიანს კი საკუთარი დედა ეჯავრება.
იგავესნი 15:20 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 15:20 კონტექსტში
15:18ფიცხი კაცი ცილობას ტეხს, სულგრძელი კი დავას აცხრობს.
15:19ზარმაცის გზა ეკლიანი ღობის მსგავსია, გულმართლის სავალი კი მოსწორებულია.
15:20ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვ ადამიანს კი საკუთარი დედა ეჯავრება.
15:21სისულელე ჭკუათხელის სიხარულია, ხოლო გონიერი კაცი სწორ გზაზე დადის.
15:22თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება, მრავალი მრჩევლის შემწეობით კი ხორციელდება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 15:20
- იგავესნი 29:3სიბრძნის მოყვარული კაცი ახარებს თავის მამას, მეძავთა მეგობარი კი ქონებას ანიავებს.
- იგავესნი 10:1იგავნი სოლომონისა. ბრძენი შვილი მამას ახარებს და უგუნური შვილი დედის დარდია.
- იგავესნი 23:22გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს, ნუ მოიძულებ.
- ლევიანი 19:3თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას; დაიცავით შაბათები! მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- იგავესნი 23:15შვილო, თუ შენი გული ბრძენი იქნება, ჩემი გულიც გაიხარებს.
- იგავესნი 23:16ჩემს შიგანს სიხარული მოიცავს, როდესაც შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებენ.
- იგავესნი 30:17მამის დამცინავ და დედის ურჩ თვალებს ხევის ყვავები ამოკორტნიან და არწივის მართვენი შეჭამენ.
- გამოსვლა 20:12პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 15
სრულად წაიკითხე: იგავესნი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში