
იგავესნი 17:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიკეთის წილ ბოროტის მიმგებს სახლში უბედურება არ გამოელევა.
იგავესნი 17:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 17:13 კონტექსტში
17:11უკეთური მხოლოდ შფოთს დაეძებს, ამიტომ მის წინააღმდეგ სასტიკი ანგელოზი გაიგზავნება.
17:12უმჯობესია კაცს ბელებწაგვრილი დათვი შეეჩეხოს, ვინემ სულელი თავისი სიბრიყვით.
17:13სიკეთის წილ ბოროტის მიმგებს სახლში უბედურება არ გამოელევა.
17:14დავის დასაწყისი გაშვებული წყალია: ვიდრე არ აფეთქებულა, შეწყვიტე ცილობა.
17:15ბოროტეულის გამამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი - ორთავე სიბილწეა უფლის წინაშე.
პარალელური ადგილები: იგავესნი 17:13
- ფსალმუნები 109:4ჩემი სიყვარულის წილ მომიძულეს, მე კი ვლოცულობ.
- ფსალმუნები 109:13გახდეს მისი შთამომავალი მოსასრველი, შემდგომ თაობაში წაიშალოს მათი სახელი.
- რომაელთა მიმართ 12:17ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას.
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:9ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხეთ წინააღმდგომნი, ვინაიდან იმისთვისა ხართ ხმობილნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ.
- ფსალმუნები 35:12სიკეთის წილ ბოროტით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ.
- ფსალმუნები 55:12რადგან მტერი კი არ მლანძღავს, თორემ ავიტანდი; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა ჩემზე, მას დავემალებოდი;
- ფსალმუნები 55:15დაატყდეს მათ სიკვდილი, ცოცხლად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტებაა მათ სადგომში, მათ შიგნით.
- ფსალმუნები 38:20კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი მმტრობენ იმისთვის, რომ კეთილს ვცდილობ.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 17
სრულად წაიკითხე: იგავესნი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში