
ფსალმუნი 35:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიკეთის წილ ბოროტით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ.
ფსალმუნი 35:12 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 35:12 კონტექსტში
35:10ყოველნი ძვალნი ჩემნი იტყვიან: უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? შენ იხსნი საწყალს ძლიერისაგან, ღარიბს და ღატაკს - მისი მძარცველისაგან.
35:11აღდგებიან ჩემ მიმართ ბოროტი ცრუმოწმენი; რაც არ ვიცი, იმას მკითხავენ.
35:12სიკეთის წილ ბოროტით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ.
35:13ხოლო მე მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთან ბრუნდებოდა.
35:14როგორც მეგობრის, როგორც ჩემი ძმის მიმართ, ისე ვიქცეოდი; მგლოვიარე დედასავით თავჩაღუნული ვიარებოდი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 35:12
- იოანე 10:32იესომ მიუგო მათ: მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამაჩემის მიერ; რომელი მათგანისათვის მიპირებთ ჩაქოლვას?
- იერემია 18:20განა ბოროტით უხდიან სიკეთისთვის? ორმო რომ გამითხარეს დასაღუპად? გამიხსენე შენ წინაშე მდგარი, მათ სასიკეთოდ რომ ვლაპარაკობდი, შენი რისხვა რომ ამეცილებინა მათთვის.
- ფსალმუნები 38:20კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი მმტრობენ იმისთვის, რომ კეთილს ვცდილობ.
- ლუკას სახარება 23:21მაგრამ ისინი ყვიროდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი!
- ლუკას სახარება 23:23მაგრამ ისინი ხმამაღლა ყვიროდნენ და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი; და იმძლავრა მათმა და მღვდელმთავართა ხმამ.
- ფსალმუნები 109:3სიძულვილის სიტყვებით გარს შემომერტყნენ და უმიზეზოდ მეომებიან.
- ფსალმუნები 109:5მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი - ჩემი სიყვარულის წილ.
- იგავესნი 17:13სიკეთის წილ ბოროტის მიმგებს სახლში უბედურება არ გამოელევა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 35
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში