
იგავესნი 17:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უჭკუო კაცი პირობას დებს და თავის თვისტომს თავდებად უდგება.
იგავესნი 17:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის პარასკევი (მწუხრი).
იგავესნი 17:18 კონტექსტში
17:16ამ ფულს რა უნდა უმეცრის ხელში? სიბრძნის შესაძენად ხომ ჭკუა არა აქვს?
17:17მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება.
17:18უჭკუო კაცი პირობას დებს და თავის თვისტომს თავდებად უდგება.
17:19ცოდვის მოყვარულს შუღლი უყვარს, ხოლო საკუთარი კარის მაღლა ამწევი დაღუპვას ეძებს.
17:20გულღრძო კაცი სიკეთეს ჰპოვებს, ორპირი კაცი უბედურებაში ჩავარდება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 17:18
- იგავესნი 11:15ვინც უცხოს თავდებად უდგება, ბოროტებას გადავყრვბა, ხოლო ვისაც თავდებობა სძულს, უსაფრთხოდ არის.
- იგავესნი 6:1შვილო თუ თავდებად დაუდგები შენს ახლობელს, ხელი ხელს დაჰკრავ უცხოს გულისთვის,
- იგავესნი 6:5იხსენი თავი, როგორც ქურციკმა მონადირის ხელიდან, როგორც ფრინველმა ფრინველმჭერის ხელიდან.
- იგავესნი 22:26ნუ იქნები იმათგანი, ვინც ვალს იღებს და გადახდის პირობას დებს.
- იგავესნი 22:27როცა გადასახდელი არაფერი გექნება, რისთვის უნდა გამოგაცალონ ქვეშაგები?
- იგავესნი 20:16აიღე მისი სამოსელი, რადგან უცხოს დაუდგა თავდებად. უცხო ქალის სანაცვლოდ გამოართვი ნახუთევი.
- იგავესნი 22:16ერთნი ღარიბ-ღატაკს ავიწროებენ და მდიდრდებიან, სხვანი მდიდარს აძლევენ და თავად ღატაკდებიან.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 17
სრულად წაიკითხე: იგავესნი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში